Saturday 9 March 2013

შეხვედრა ნანა ზერეკიძესთან

10 თებერვალს კლუბი,,მე-აქტიური მოქალაქე" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ფარგლებში სტუმრად ეწვია ქ.რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ხელმძღვანელს, ქ.ნანა ზერეკიძეს. კლუბის მეურვემ და წევრმა ბავშვებმა ვისაუბრეთ რუსთავში არსებული ცენტრის შესახებ, ასევე ქ.ნანას დავუსვით  ჩვენთვის აქტუალური კითხვები. როგორიცაა: თუ რამდენი აღსაზრდელია მოცემულ ცენტრში, რით არიან დაკავებული აღსაზრდელები და მრავალი სხვა. ასევე კლუბმა აიღო ნებართვა, რომ ჩვენ მივიდეთ ჩვენს თანატოლებთან და გავულამაზოთ სიყვარულის დღე. ჩვენ შეთავაზებაზე ქ. ნანა დაგვთანხმდა და კლუბმა აქტიური მზადება დაიწყო ამ დღისთვის.

No comments:

Post a Comment