Monday 21 May 2018


 ,,ევროპის დღეები 2018’’-ის ფარგლებში, რუსთავის კულტურისა დასვენების პარკში, მოსწავლეებს შორის, სახელწოდებით „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ შეჯიბრი მოეწყო.
ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები დაესწრნენ.
თამაშში რუსთავის 16 საჯარო სკოლის 200-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. 
ახალგაზრდებს პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სხვა დაბრკოლებები უნდა გადაელახათ. კითხვები ევროკავშირთან დაკავშირებით, ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების ფონდის, საქართველოს სკაუტური მოძრაობის (სსმო) ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
,,ევროპის დღეები 2018’’ 5-22 მაისს იმართება.
ევროპის დღეებთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები ტარდება.
ღონისძიებები საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წელს მეექვსედ იმართება.
ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.
  შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა ჩვენი კლუბის ,,მე-აქტიურიმოქალაქე,,-ს 14 წვრი, 
ლიდერი გახლდათ გიორგი მოსიაშვილი, ხოლო სხვა დანარჩენი: გიორი ოქროაძე, ინდიკო მწყერაშვილი, ანა თავაძე,მარიამ გიორგაძე, ზურა ტეტუნაშვილი, ეთო ტყემალაძე, ნიკოლოზ სანიკიძე, მანანა ბერაძე, ნინი ხაჩიძე, გვანცა მიქაძე,ლევან ბარამიძე, გიორგი გარაყანიძე,ეთო გვალია

იხილეთ აგრეთვე ფოტო მასალა: