Tuesday 20 August 2013

ჰუმანიტარების საერთაშორისო დღე

„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა, მშვიდობის კორპუსის და ევროპელ მოხალისეებთან ერთად 19 აგვისტოს მსოფლიო ჰუმანიტარების დღესთან დაკავშირებით სემინარი მოაწყვეს.
მსოფლიო ჰუმანიტარების დღე 19 აგვისოტს უკვე მეათე წელია აღინიშნება გაერთიანებული ერების მიერ. ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისულ წერტილებში.
სემინარზე ნაჩვენები იყო მოკლე ფილმები მსოფლიოში ჰუმანიტარული საქმიანობების შესახებ. უცხოელმა მოხალისეებმა სამოქალაქო კლუბების წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ამ დღესთან დაკავშირებით. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობა ჰუმანიტარულ პროცესებში, განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობები. რუსთაველმა ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ჰუმანიტარული საქმიანობის კუთხით, აღმოჩნდა, რომ მათ შორის იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც ასევე ქონდათ მსგავსი საქმიანობის გამოცდილება, განსაკუთრებით 2008 წლის კონფლიქტის დროს დევნილების დახმარების კუთხით.
სამოქალაქო კლუბების წევრებმა გამოხატეს დიდი დაინტერესება მომავალში აქტიურად ჩაერთონ ჰუმანიტარულ საქმიანობაში.

Tuesday 13 August 2013

ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე



სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ქართველი და ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეების ინიციატივით 12 აგვისტოს რუსთავში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინიციატივას შეურთდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები.
ახალგაზრდებმა წინასწარ მოამზადეს პოსტერები მოწოდებებით „იყავი ის ცვლილება, რომელიც გინდა დაინახო მსოფლიოში“, „შექმენი უკეთესი ხვალინდელი დღე“, „გაქვს სურვილი შეცვალო - შემოგვიერთდი“ და სხვა . ამ მოწოდებებით ახალგაზრდებმა ქ. რუსთავის მოსახლეობას მოუწოდეს სამოქალაქო აქტივობებისაკენ.
ქუჩის აქციის შემდეგ ქ. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი აქციის ორგანიზატორმა სიქა-ს ახალგაზრდა მოხალისეებმა და ორგანიზაციის წევრებმა ჩაატარეს სემინარი ახალგაზრდებისათვის, რომელზეც ისაუბრეს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის შესახებ. სემინარის მთავარი თემა გახლდათ მოხალისეობა. წარმოდგენილი იყოს პრეზენტაცია „ რატომ უნდა გავხდე მოხალისე“, სადაც ახალგაზრდებს გააცნეს მოხალისეობის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოხალისის პიროვნული კომპეტენციების ზრდაში, ასევე სემინარის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდებისათვის ხელმისაწვდომი მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ.
ამერიკელმა და ევროპელმა მოხალისეებმა ისაუბრეს მათი მოხალისეობრივი გამოცდილების თაობაზე, ასევე რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად დასახეს ერთობლივი სამოქალაქო აქტივობები.

Monday 5 August 2013

პატიების საერთაშორისო დღე

4 აგვისტო პატიების საერთაშორისო დღეა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია სიქა-ს ორგანიზებით პროგრამის სამიზნე ქ. რუსთავის #1, #4, #12, #24, #15, #20 და მარტყოფის #3 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა რუსთავში აღნიშნეს პატიების საერთაშორისო დღე. სიქა-ს ოფისში გაიმართა პატიების თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება-განხილვა. დისკუსიის შემდეგღონისძიების მონაწილეებმა ქ. რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე მოაწყვეს მსვლელობა. მსვლელობის განმავლობაში ქ. რუსთავის მოსახლეობა გაეცნო ინფორმაციას პატიების დღესთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეებმა მათ მიერ დამზადებული პოსტერების საშუალებით შეახსენეს მოსახლეობას პატიების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა პოსტერებზე გადაიტანეს მოწოდებები : „პატიების გარეშე არ არსებობს მომავალი“, „მე ვაპატიე, შენ?“ და სხვა. თემის წევრებმა პოსტერებზე სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ისინიც უერთდებოდნენ ამ მოწოდებებს.
პატიების საერთაშორისო დღის აქციის ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ახალგაზრდა მოხალისეები, აგრეთვე თბილისელი სამოქალაქო კლუბების წევრები. აქცია ქ. რუსთავის იუსტიციის სახლთან დასრულდა, სადაც მოეწყო შემაჯამებელი აქტივობა

სამოქალაქო განათლების ბანაკი ბაზალეთი 2013


სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო მორიგი ბანაკი, სადაც მონაწილეობას საქართველო სამოქალაო კლუბების 92 მოსწავლე იღებდა. მონაწილეებს ჩაუტარდათ ტერნინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით, რომელსაც ,,მზიანი სახლი"-ს ტრენერები ატარებდნენ. ამასთან ბანაკში მოწვეულნი იყვნენ სპეციალური სტუმრები, სადაც მათ ისაუბრეს საკუთარი პროფესიის, ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ. ბანაკის დასასრულს გაიმართა კარნავალი. ბანაკმა ძალიან ნაყოფიერად და მხიარულად ჩაიარა.

წლიას აქტიური ბლოგი

უკვე ცნობილია ბლოგერების კონკურსის მეორე და მესამე ადგილზე გასულთა სიაც.
მესამე ადგილზე ნომინაციაში: ,,სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბლოგი" გავიდა ჩვენი კლუბის ბლოგი.  საჩუქრად კი გადმომეცა :
MP3 (Sandisk MP3 player 4GB SDMX20R-004), რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას.