Wednesday 5 March 2014

ტრენინგი თემაზე: ,,როგორ გადავიღოთ ვიდეო"?!

21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ რუსთავის #1, #4, #15 და #17 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.
ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

სტუმრად გარმოს დაცვის სამინისტროში

12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით შედგა კიდევ ერთი ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხემძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს სხვა დეპატრამენტებსაც: დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნულისააგენტოს, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნული სატყეო სააგენტოს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები.
მონაწილეები გაეცვნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თითოეული დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა