ჩვენს შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID და pH international-ის ერთობლივი ინიციატივების საფუძველზე 2010 წლის 30 ნოემბერს რუსთავის სსიპ #15 სკოლაში დაარსდა მოსწავლეთა სამოქალაქო ინიციატივების კლუბი. სახელწოდებით:მე-აქტიური მოქალაქე სლოგანი:”აქტიური მოქალაქე დემოკრატიული საქართველოს გარანტი”.
ჩვენ აგრეთვე გვაქვს ბლოგი, სადაც არის აღწერილი ჩვენ მიერ განხორციელებული ძველი აქტივობები:
  http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/ 

რა არის სასკოლო სამოქალაქო კლუბი? რა არის კლუბის შექმნის იდეა?




სასკოლო სამოქალაქო კლუბი არის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება .სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა: გაიღრმავონ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და განივითარონ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები პრაქტიკული საქმიანობით.

სასაკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცდილობენ: კვლევების,დისკუსიების ,დებატების, სასკოლო და სოციალური პროექტების საშუალებით გადაჭრან მათ კლასში, სკოლასა თუ თემში არსებული პრობლემები.

სწორედ ამ მიზნის მისღწევად კლუბის წევრები ანხორციელებენ სხვადასხვა სასწავლო თუ სოციალურ პროექტებს ,მოიძიებენ დონორ ორგანიზაციებს, მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ პრობლემის გადასაჭრელად, ახდენენ ადვოკატირებას, თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

                                       კლუბის მიზანია: 

გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხსი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში



რა მიმართულებით მუშაობს კლუბი ,, მე- აქტიური მოქალაქე“:

სასკოლო სამოქალაქო კლუბისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებებით მუშაობა:





პირველი მიმართულება არის კლუბის წევრების კომპეტენციების განვითარებ


მოსწავლეები იძენნ თეორიულ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით ისინი აგროვებენ ინფორმაციას გამოვლენილი პრობლემის შესახებ,მედიის ,გამოკითხვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოძიების საშუალებით.ტრენინგებით, მასტერკლასებით,საზაფხულო ბანაკებით, თანასწორ განმამათლებლობით)





მეორე მიმართულებაა ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით.

კლუბის წევრები,პროექტის განხორციელების პროცესში,იდენტიფიცირებას აკეთებენ დაინტერესებული პირებისა, თანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას პროექტის აქტივობებში.საზოგადოების ამგვარი ინფორმირებულობა და ჩართულობა ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ პოზიტიურ დამოკიდებულებას და ქმედებას საზოგადოებრივი სარგებლობისათვის.







კლუბის ,, მე- აქტიური მოქალაქე“ სამოქმედო გეგმა წლის მანძილზე:

                                                       
Ø  წლის დასაწყისში შეკრება კლუბის წევრების

Ø   კლუბის წევრების ფოკუს - ჯგუფებში მუშაობა,იდეების და ინიციატივების გამოვლენა და ასახვა სამუშაო გეგმაში ეტაპობრივად
Ø   კლუბის წევრების მიერ 2017-2018წლის სამუშაო გეგმის კენჭისყრა და დამტკიცება :


1.თანამშროლობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და პირებთან

2.საერთაშორისო დღეების აღნიშვნა

3.პროექტებზე მუშაობა

4.თანასწორ განამანათლებლობის გაძლიერება

5.     მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიების წარმართვა:ბულინგი ,ძალადობა ,უსაფრთხო სკოლა ,ევროკავშირში გაწევრიანება და მისი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ა.შ

6.არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

7.აქციების დაგეგმვა : სოცილური კამპანიების წარმართვა

8.  სკოლის თვითმართველობასთან თანამშრომლობა ,ერთობლივი აქტივობების ორგანიზება


9.  თვითგანვითარებაზე ზრუნვა:

10 ადვოკატირების კამპანიის წარმოება


11.საკუთარი გამოცდილების გაზიარება სოციალური ქსელით

No comments:

Post a Comment