Saturday 9 March 2013

გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში#3


თავდაპირველად კლუბმა "მე-აქტიური მოქალაქე"-მ მეურვის დახმარებით დავწერეთ განცხადება, რომელიც ჩავაბარეთ  ქ. რუსთავის მერიის ადმინისტრაციის სამსახურში. მათ გვითხრეს, რომ  მოცემულ საკითხს განიხილადნენ 20 დღის ვადაში, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თხოვნით ასევე მიგვემართა ინფრასტრუქტურის სამსახურისათვის კერძოდ კი ქალბატონი ნათიასთვის. მან ჩვენი პრობლემა გულთან მიიტანას და დახმარებასაც დაგვპირდა.
ხოლო ამის შემდეგ, კი 
ჩვენს სკოლაში იყვნენ აზომვითი სამუშაოს მუშაკები და ჩაატარეს შესაბამისი აზომვები მოცემული საკითხის ირგვლივ. ამასთან ჩვენი საკითხი გადაიგზავნა პოლიციასთნ შესათანხმებლად და ალბათ უახლოეს ხანებში მოცემული პრობლემა მოგვარებული იქნება. მოცემული პრობლების მოგვარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქ. ნათიას რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურიდან, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით.

No comments:

Post a Comment