Friday 24 May 2013

11 მაისის კონფერენცია








11 მაისს, თბილისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეორე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ეროვნული კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციის მუშაობაში ქვემო ქართლიდან მონაწილეობას იღებდა 32 პედაგოგი, 4 წარმომადგენელი პროგრამის პარტნიორი აარასამთავრებო ორგანიზაცია ,,სიქადან“ და 5 მოხალისე მოსწავლეები სსიპ #15 სკოლიდან.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების კუთხით ჩატარებული სემინარები და ფილმის ჩვენება, სადაც გადაღებული იყო სამი გამორჩეული კლუბის ამსახველი საქმიანობა-აქტიური მოქალაქეობრივი კუთხით.
კონფერენციის კულმინაცია გახლდათ დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა პროგრამის დირექტორი ქალბ. მარინა უშვერიძე. სასიხარულოა, რომ ქვემო ქართლიდან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გახდა სამი პედაგოგი:

• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო კლუბის მეურვე- ირინა მელქაძე-გელაშვილი(რუსთავი სსიპ.#12სკოლა).
• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგი-შალვა კერვალიშვილი(რუსთავი სსიპ#4სკოლა)
• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგი და ჯილდო გადაეცა- ლიანა ღუღუნიშვილს(რუსთავი სსიპ#15 სკოლა)

ვულოცავთ, ქვემო ქართლის რეგიონს და აღნიშნულ პედაგოგებს ღირსეულ წარმატებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ კონფერენციაზე კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წარმატებას შევიტყობთ.

Wednesday 8 May 2013

კლუბის მორიგი წარმატება( ,,აქტიური ბლოგი,,)



როგრამის ფარგლებში სიქა-ს მიერ აპრილის თვეში გამოცხადებულ "აქტიური ბლოგის" კონკურსში გავიმარჯვე მე- რუსთავის #15 საჯარო სკოლის ბლოგერმა ქეთი ბერიძემ სამოქალაქო კლუბის ბლოგით  http://meaqtiurimoqalaqe.blogspot.com/ . საჩუქრად კი გადმომეცა უნივერსალური პლეერი, რისთვისაც მადლობას ვუხდი სიქას და საქამოქალქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას.

Sunday 5 May 2013

ჩვენი ძველი ბლოგი

კლუბის მიერ განხორციელებული ძველი აქტივობები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბლოგზე:
http://aqtiurimoqalaqe.wordpress.com/

გიორგობას გილოცავთ

კლუბი მე-აქტიური მოქალაქე ყველას ულოცავს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მუდამ ჯანმრთელები, წარმატებულები და ბედნიერები ყოფილიყავით!!!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს


კლუბი მე-აქტიური მოქალაქე ყველას ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მუდამ ბედნიერები და წარმატებულები ყოფილიყავით.

Thursday 2 May 2013

კიდევ ერთი წარმატებული მოლაპარაკება

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა ეროვნულ კონფერენციაზე ქ.რუსთავის #15, #24 და #26საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შევიმუშავეთ ერთობლივი პროექტი თემაზე: ,,გარემოს დაცვა", სადაც ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ნერგების მოძიება იყო. სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენი სამოქალაქო კლუბიმა მოლაპარაკება აწარმოა ქ.რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორთან ქ-ნ. ნაზი პაჭიკაშვილთან, მან ვითხრა რომ ჩვენი პროექტის განსახორცილებლად გამოგვიყოფს, რუსთავის კლიმატისა და რელიეფისათვის შესაფერის ნერგებს, რისთვისაც მას და მთელ მუზეუმში მომუშავე პერსონალს უღრმესი მადლობა.



ეროვნული ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღე














სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩვენი კლუბი, როგორც ყოველთვის, არ ღალატობს თავის ჩვეულებას და დილის 10 საათიდან სამოქალაქო კლუბის 22მოსწავლე ენთუზიაზმით შევუდექით სამუშაოებს. საჭირო სამუშაო ინვენტარი მუზეუმის დირექციამ გამოგვიყო.  მოცემულ აქციაში მონაწილეობა არამარტო კლუბის წევრებმა და მეურვემ, არამეს მუზეუმის დირექტორმა ქ-ნ. ნაზი პაჭიკაშვილმა და მისმა ასისტენტმაც მივიღეთ, რისთვისაც მათ უდიდეს მადლობას ვუხდით.
ჩვენი აქტივობა გაშუქებული იყო რუსთავის ტელევიზიის მიერ.
http://www.youtube.com/watch?v=sxuKz-QDErs

კიდევ ერთი გადაწყვეტილება(სკოლის დირექცია)

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კლუბი როგორც ყოველთვის ემზადება 1 მაისისთვის( კულტურული ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღე). კლუბმა გადაწყვიტა დირექციასთან ჩასულიყო თხოვნით, რათა რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია დილითვე დაგვესუფთავებინა. დირექციისგან დადებითი პასუხი მივიღეთ და შევუდექით ამ დღისთვის სამზადისს.