Sunday 10 December 2017

ამა წლის 4 დეკემბერს, დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კორდინატორის სამსახურუს შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატორის  კოორდინატორმა  თამარ თათარაშვილმა,
პროექტს ესწრებოდნენ კლუბის წევრები .



საერთაშპორისო U18 ფარგლებში იმიტირებული არჩევვნების წარმატებით ჩატარებისთვის, ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის გადაეცათ სიგელები 




Sunday 29 October 2017


    კლუბი:,,მე - აქტიური მოქალაქე“ აქტიურად ჩაერთო კამპანიაში -  რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ. კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით.
     კლუბის ხელმძღვანელი  ლია ღუღუნიშვილი ატარებდა საინფორმაციო შეხვედრებს რუსთავის სსიპ№15 და სსიპ№25 სკოლის პედაგოგებთან, აზერბაიჯანულ,სომხურ და ქართული ეთნოსის მშობლებთან, ხოლო მოსწავლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე ავრცელებდნენ კამპანიის ფარგლებში დაბეჭდილ საინფორმაციო ბუკლეტებს.



























Sunday 22 October 2017

                                     
 უკვე ორი წელია, რაც ჩვენი კლუბი და სკოლა ჩართულია აღნიშნულ საერთაშორისო პროექტში . სკოლაში პრექტის პარგლებში გვესტუმრნენ გერმანიიდან კოორდნატორი ნორა კორტე და სიქას აღმასრულებელი დირექტორი ინგა პაიჭაძე, რომელებიც გაეცვნენ პრექტის მიმდინარე აქტივობებს სკოლაში.
იქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციაგერმანულ ორგანიზაცია DRA -სთან ერთად ახორციელებს პროექტს „We Can Do More! - The Development of civic participation of youth in the regions of Ukraine, Georgia and Russia" - „მეტი შეგვიძლია! - ახალგაზრდობის სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის რეგიონებში“. პროექტში ასევე ჩართულია უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია ქ. კიევიდან „Agency of Educational Policy Development" და არასამთავრობო ინიციატივა „School Projects” სანკტ-პეტერბურგიდან (რუსეთი);
პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ახალგაზრდული მუშაობის მიმართულებით და მათი დახმარებით ამ რეგიონების ახალგაზრდების გააქტიურების ხელშეწყობა, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული მონაწილეობის წარმატებული მოდელის U18 (Under 18) გავრცელება

ნორა კორტესა და ინგა პაიჭაძის სტუმრობა კლუბში

 კლუბის წევრები მსჯელობენ პროექტის ჩატარების თაობაზე სკოლაში


კლუბის წევრებმა გამართეს დებატები. რეზოლუცია:,,სავალდებულო უნდა იყოს თუ არა არჩევნებზე წასვლა მოქალაქეებისთვის "

 კონკურსში: თუ როგორ საარჩევნო ყუთს მივცემდით ხმას - გაიმარჯვა კლუბის მიერ დამზადებულმა საარჩევნო ყუთმა. 
 პროექტის მიმდინარეობის ბოლო ფაზა. საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის დაკომპლექტებული იყო კლუბის წევრებით.

სამოქალაქო კლუბის: ,,მე-აქტიური მოქალაქე" წევრები ჩავერთეთ საქალაქო  პროექტში  "ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - Youth for Green Future", ის ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფის მიერ... პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება გერამოს თემატიკის საკითხებზე, კონკრეტულად საუბარია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხები ასევე ახალგაზდების ინფორმირება გარემოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების გაშიფვრა და განხილვა არამარტო ეკოლოგიურ, არამედ ზოგად, ფართო ჭრილში, როგორიცაა მაგალითად დონაციის საკითხები და ა.შ.და ბოლოს კლიმატური ცვლილებების გამომწვევი ფაქტორები და მისგან გამოწვეული ხიფათების გაცნობა ახალგაზრდებისთვის... პროექტი ოთხი ტიპის აქტივობას მოიცავს: ტრენინგების სერია (ეკოლოგია და კანონი, ნარჩენების დახარიხსება, მდგრადი განვითარება და კლიმატური ცვლილებები), "ვორქშოფები", "ენერჯეიზერები და სითი გეიმი და სხვა გამამხნევებელ-საგანმანათლებლო აქტივობები, დასუფთავების აქცია... 
    კლუბის წევრები და ხელმძღავანელი ლია ღუღუნიშვილი მადლობას ვუხდით აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს გიგა გიგაურს ამ საინტერესო  პროექტში ჩართვისათვის და მეტად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.









სამოქალაქო კლუბის: ,,მე- აქტიური მოქალაქის" წევრებმა გადავწყვიტეთ დავხმარებოდით უმცროს კლასელებს უსაფრთხოდ გადასულიყვნენ ცენტრალურ გზაზე. გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ,,ათასწლეულის გამოწვევის " ფარგლებში რემონტდება და დროებით გადასულები ვართ სსიპ  №25 სკოლაში. ჩვენი მოსწავლეები, რომ მოხვდნენ აღნიშნულ სკოლაში საჭიროა გადავიდნენ ცენტრალურ გზაზე. მივიჩნიეთ, რომ ზოგიერთი მოსწავლეებისთვის ეს წარმოადგენდა საფრთხეს, განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებსაც არ უხერხდებოდათ  გზაზე შვილების გადაყვანა.  კლუბის წევრები აღნიშნულ გადასასვლელთან შევიკრიბეთ და მოსწავლეებს შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება, კიდევ ერთხელ ავუხსენით გზაზე გადასვლის წესები და მოუწოდეთ მუდმივად სიფრთხილისაკენ. აღნიშნულ აქცია არ იქნება ერთჯერადი და კვლავაც ვიქნებით დაწყებითი კლასების სამსახურში, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში.