Friday 29 March 2013

ტრენინგი თემაზე:ინფექციური დაავადებები









სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში კლუბი,,მე-აქტიური მოქალაქ"-ის წევრები ვესწრებოდით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(USAID)ჩატარებულ ტრენინგს თემაზე: ,,ინფექციური დაავადებების გადადების გზები და მათი პრევენცია." მისვლისთანავე თითოეულ მონაწილეს დაგვირიგეს კითხვარები მოცემული საკითხის ირგვლივ, რათა გაეგოთ,  თუ რამდენად ინფორმირებულები ვიყავით თემის შესახებ. ამ აქტივობის შემდეგ  გადავიდნენ უშუალოდ თემის პრეზენტაციაზე, ხოლო შიგადაშიგ სვამდნენ კითხვებს თემის ირგვლივ.  ბოლოს მათ კვლავ ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც ბევრად უკეთესი შედეგი დადგა, ვიდრე ეს იყო ჩვენ ინფორმირებულობამდე, ამასთან დაგვაწერინეს ის თემა, რომელზეც გვსურს სამომავლო ტრენინგი. ბოლოს კი ჩაგვიტარეს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების ტესტი, რომელსაც ძალიან კარგად გავართვით თავი. ჩვენი მიზანი: გავცნობოდით ინფექციურ დაავადებებსა და მათ პრევენციას მიღწეული იქნა.  დღემ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა. ამ დღით არამარტო მე, არამედ იქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა ძალიან დიდი ინფორმაცია მიიღო, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება.

Wednesday 27 March 2013

სტუმრად მერიაში


სამოქალაქო  განათლებისა  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ.რუსთავის სამოქალაქო კლუბები სიქას ინიციატივით სტუმრად ეწვივნენ რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს. მოცემული საკითხის ირგვლივ გვესაუბრა ბატონი კახა ბარათაშვილი. შეხვედრაზე ბატონმა კახამ ძირითადად ისაუბრა ჩვენს ქალაქში არსებული ორი დიდი პროექტის: კულტურისა და დასვენების პარკისა და სპორტული კომპლექსის შესახებ. შემდეგ შეხვედრა  კითხვა-პასუხის რეჯიმში წარიმართა.  ბ-ნ  კახას კლუბის წევრებმა დავუსვით არამარტო ჩვენთვის, არამედ ქალაქის მოსახლეობისათვის აქტუალური კითხვები. როგორიცაა:
1.რა თანხაა გამოყოფილი დაზიანებული ინფრასტრუქრურისათვის?
2.რუსთავში მშენებარე აკვა-პარკის შესახებ.
3. რაში იხარჯება ინფრასტეუქტურაზე  გამოყოფილი თანხა  და მრავალი სხვა კითხვა, რომელზეც მან ძალიან ამომწურავი პასუხაბი გაგვცა. ასევე ჩვენ შევედით ინიციატივით: მოხდეს მოსახლეობასთან ერთად ინფრასტრუქტურის დაგეგმარება. ეს იდეა ბატონ კახას ძალიან მოეწონა და ამასთან მან ისიც თქვა, რომ  თითოეულ იქ მყოფ კლუბს შეუძლია ჰქონდეს მისი იმედი. ჩვენი მიზანი:გავცნობოდით რუსთავში არსებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მიღწეული იქნა. დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.        

Monday 25 March 2013

23 მარტის კონფერენცია
























სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ.რუსთავის #15 საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი ლიანა ღუღუნიშვილი. ფორუმისათვის მზადება დილიდანვე დავიწყეთ. მასში მონაწილეობა მიიღეს არამარტო კლუბის წევრებმა, არამედ სკოლის დარაჯმაც. კონფერენციას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მონაწილე კლუბებმა გააცნეს ერთმანეთს საკუთარი კლუბები და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ სსიპ. ქ.რუსთავის#12 საჯარო სკოლი კლუბი: BRIDGE-ის მეურვე ირინა მელქაძე-გელაშვილი და მან ისაუბრა მათ მიერ განხორციელებული პროექტის: ,,კანონი დღეს" შესახებ.  პრეზენტაცია ასევე გააკეთა #13 სკოლის კლუბმა: ,,თავისუფალმა". ქ.ლიანამ ისაუბრა 11 მაისის კონფერენციისა და მასწავლებელთა სახლის შესახებ. ასევე სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მოახდინა პრაქტიკული ჩვენება, თუ როგორ ხდება მასწავლებელთა სახლში მასწავლებლების დარეგისტრირება. ბოლოს კი ქ.ინგამ დააჯილდოვა ,,გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" გამარჯვებული კლუბების მეურვეები. ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სასაჩუქრე ჩანთა. სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ დღით.

Friday 22 March 2013

გამოკითხვა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით




სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა დაგამზადების პროგრამის ფარგლებში, კლუბი: ,,მე-აქტიური მოქალაქე" გამოკითხვით გავიდა თემში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. კერძოდ კი შემდეგი კითხვებით:
1.იცით თუ არა  რაიმე რუსთავში არსებულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით?
2.გსურთ თუ არა მონაწილწობა მიიღოთ მის დაგეგმაში?
3. რა გსურთ, რომ აშენდეს ჩვენს ქალაქში?

გამოკითხულთა უმრავლესობამ იცოდა მცირე ინფორმაცია რუსთავში არსებული ინფრასტრუქტურების შესახებ,ამასთან მათ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, მის დაგეგმაში მონაწილეობისათვის. გამოკითხულთა უმეტეს ნაწილს აინტერესებდა ინფორმაცია რუსთავის პარკისა და გასართობი ცენტრების მშენებლობის შესახებ.ჩვენი მიზანი: გაგვეგო მოსახლეობის აზრი მოცემული საკითხის ირგვლივ შესრულებული იქნა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სურათებიდან და ვიდეოებიდან.

Wednesday 20 March 2013

გამოკითხვა ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით






სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში კლუბმა,,მე-აქტიური მოქალაქე"-მ სკოლაში ჩავატარეთ გამოკითხვა ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ დასმული იქნა შემდეგი კითხვები:






  1. რამდენად ხშირად სტუმრობთ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას?
  2. რა სახის ლიტერატურთ გსურთ ბიბლიოთეკის გამდიდრება?
    ჩვენ გამოვკითხეთ  სკოლის  უფროს  და დაბალ კლასელები და ამასთან სკოლის მასწავლებლებიც.
    გამოკითხულთა 5% საერთოდ არ სტუმრობს სკოლის ბიბლიოთეკას, 10% სისტემეტიურად, ხოლო 85% კი იშვიათად.
    ამასთან გამოკითხულთათვის ყველაზე პრიორიტეტული მაინც შემეცნებითი და ისტორიული ჟანრის ლიტერატურა აღმოჩნდა. სწორედ ამიტომაც, კლუბი აპირებს გარკვეული რესურსების მოძიებასა და ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეძენას.

შეხვედრა აკაკი დვალიშვილთან









კლუბს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სტუმრად ეწვია ცნობილი კალათბურთელი აკაკი ვალიშვილი. აკაკის დამთავრებული აქვს ჩვენი სკოლა. ამასთანმან ისაუბრა საკუთარი კარიერისა და მიღწევების შესახებ. გაიხსენა მასწავლებლები. გასცა პასუხები ბავშვებისთვის საინტერესო კითხვეს.  შემდეგ კი ჩავრდით სკოლის სპორტდარბაზშ, სადაც მასთან ერთად ვითამაშეთ კალათბურთი. ამასთან დაგვიტოვა თავისი კეთილი სურვილები და დგვპირდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კლუბს ესტუმრებოდა დამოუტანდა თავის ავტოგრაფიან ბურთს. შეხვედრას ესწრებონენ: კლუბის მეურვე, სკოლის დირექტორი, სპორტის მასწავლებელი და კლუბის 35წევრი. შეხვერამ ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ ჩაიარა, რადგანაც მიზანი აკაკის გაცნობა და მასთნ საუბარი მიღწეული იქნა.

ინტერვიუ აკაკი დვალიშვილთნ



კლუბი: ,,მე-აქტიური მოქალაქე" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სტუმრად ეწვია ცნობილ კალათბურთელს აკაკი დვალიშვილს.  მასთან მისულებს ძალიან მყუდრო და თბილი გარემო დაგვხვდა. აკაკიმ ჩვენთან ისაუბრა თავის პირველ ნაბიჯებზე ამ სფეროში,საკუთარი წარმატების ფორმულაზე, ამასთან ვიხილეთ მის მიერ მოპოვებული მედლები თუ სიგელები. განვიხილეთ აკაკის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი თამაში. ვისაუბრეთ მის სამომავლო გეგმებზე და შევთავაზეთ ჩვენს კლუბში სტუმრობა, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ და უალოეს მომავალში იგი კლუბს, აუცილებლად ესტუმრება. ჩვენი მიზანი გავცნობოდით კალათბურთელს და მის წარმატების ფორმულას შესრულებული იქნა.