Monday 29 April 2013

ინტეგრირებული ბანაკის შესახებ




















































ამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 23 მარტს ჩატარებულ ქვემო ქართლის რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მათ მიმართეს ერთობლივი წერილობითი თხოვნით აღნიშნული პროგრამის დირექტორს ქალბატონ მარინა უშვერიძეს. წერილში წარმოჩენილი იყო ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ რეგიონის სამოქალაქო განათლების არაქართველ პედაგოგებს, როგორიცაა: სახელმწიფო ენის არ ცოდნა, რომელიც ქმნის ბარიერს ურთიერთობებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარებაში ქართველ კოლეგებთან. შესაბამისად, იმ შესაძლო ალიანსური პროექტის განხორციელებაზე, რომელსაც პროგრამა მცირე გრანტების ფარგლებში გვთავაზობს, ზოგადად აღნიშნული იყო პედაგოგთა მხრიდან კომპიუტერული ცოდნის უნარების ნაკლებობა და სხვა.
პროგრამის ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ 3 დღე დასჭირდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ინტეგრირებული ბანაკი, რომელიც 26აპრილს დაიწყო და გაგრძელდება 30 აპრილამდე, მიმდინარეობს სრული დატვირთვით, მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად. სპეციალურად შერჩეული თემატიკითა და სატრენინგო მასალებით(სადაც გათვალისწინებულია მიმართვის წერილში გამოთქმული მოთხოვნები). ბანაკში ჩართულია რეგიონის ქართველი და არაქართველი პედაგოგები და მათი მოსწავლეები. ჩემთვის, როგორც რეგიონალური კოორდინატორისთვის მეტად საინტერესო იყო, მათთან გატარებული დღე. მნიშვნელოვანი იყო მათი ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, მათი ერთობლვი მუშაობა მომავალ საპროექტო განაცხადზე. გარემო არის კომფორტული, ურთიერთთანამშრომლობითი და მეგობრული.
მინდა მადლობა გადავუხადო არამარტო ბანაკში მონაწილე პედაგოგებისა და მოსწავლეების, არამედ მთელი რეგიონის სახელით: PH International-ს, პროექტის ხელმძღვანელს მარინა უშვერიძეს, ქვემო ქართლის რეგიონის სკაუტურ ორგანიზაციას, მათ კოორდინატორებს, ფასილიტატორებს, სამოქალაქო განათლების ტრენერებს: თეა ლობჟანიძესა და ცირა თავშავაძეს, ჩვენი მოთხოვნების გაზიარებისა და მხარდაჭერისათვის. აგრეთვე ჰარმონიული გარემოს შექმნისათვის, რომელიც ეხმარება მონაწილე მხარეებს, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში.
P.S თუ რა მოლოდინები აქვთ ამ ბანაკის შემდგომ ქართველ და არაქართველ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, იხილეთ სურათები და ვიდეო მასალა, რომელიც გადავიღეთ ინტეგრირებული ბანაკის მიმდინარეობის დროს.

Sunday 28 April 2013

ვიწყებთ პროექტზე მუშაობას

ჩვენი გუნდის მიერ  დაგეგმილ პროექტზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. 28 აპრილს შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თუ რომელ ტერიტორიას ავირჩევთ გასამწვანებლად, ვისთან დავიწყებთ შეხვედრების წარმოებას, რა ინვენტარი გვჭირდება და მრავალი სხვა. ჩვენი შემდეგი შეხვდრა შედგება უახლოეს მომავალში.

მოსწავლეთა ეროვნული ფოეუმი(ახალგაზრდული ფორუმი)






















27 აპრილს ქ.რუსთავში გაიმართა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ფორუმი, რომელსაც ახორციელებდა PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დაფინანსებით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია  ქვემო ქართლში კი არის სიქა. ფორუმის დაწყებისთანავე მოწვეული სკოლები გადაგვანაწილეს 5 ჯგუფში, სადაც უნდა გვემუშავა ჩვენთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც რათქმაუნდა შემოთავაზებული იყო  სიქას მიერ. ჩვენმა გუნდმა, რომელშიც შედიოდა: #15, #24 და #26 სკოლები ავირჩიეთ: გარემოს დაცვა, რადგან ეს პრობლემა არამარტო საქართველოში( ჩვენს ქალაქში), არამედ მთელს მსფლიოში არის აქტუალური ანუ გლობალური პრობლემაა. გუნდში ვმუშაობდით შემდეგი მინიშნებებით:
1. ავღწერეთ თუ რა სახისაა პრობლემა?
2.ვის შეიძლება მივმართოთ მის მოსაგვარებლად?
3. რა რესურსები დაგვჭირდება?
და მრავალი სხვა. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ კი გავაკეთეთ ფორმატი, სადაც ნათლად იყო ასახული ყველა ის კრიტერიუმი რომელიც ზემოთ აღვნიშნე. ბოლოს თითოეული გუნდიდან ორ-ორმა წევრმა მოვახდინეთ პრეზენტაცია, რომელსაც აფასებდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები: ახალგაზრდა იურისტების რუსთავის ფილიალის დირექტორი: ეკა ფავლენიშვილი, კაფე-ბარ ბიზარის აღმასრულებელი დირექტორი: კახა ფაშურიშვილი, რუსთავის მერიისა და ჯეობიტის წარმომადგენლები.ფორუმის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადმოგვეცა სეთიფიკატები.
დღემ ძალიან საინტერესოდ, ნაყოფიერად და მხიარულად ჩაიარა. ჩვენი მიზანი: პრობლემის მოძიება, მისი მკაფიოდ წარმოჩინება და გუნდურად მუშაობა მიღწეული იქნა.


P.S. ჩვენი მუშაობის პროცესი გაშუქებული იქნა რუსთავის ტელევიზიის მიერ.