Tuesday 18 September 2018

                 
 

     კამპანიამ "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა" სტარტი 17 სექტემბერს აიღო.

კამპანიის მიზანია საგზაო უსაფრთხოების მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. კვირეულმა სტარტი 17 სექტემბერს რუსთავში, ბოლნისსა და საგარეჯოში აიღო და 10 რეგიონს მოიცავს, მათ შორის, კახეთი, რაჭა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა. 

სამოქალაქო კვირეული დასრულდება 21 სექტემბერს, ბათუმსა და ლანჩხუთში. 22 სექტემბერს კი,
თბილისში კამპანია შეუერთდება ღონისძიებას "დღე ავტომობილის გარეშე", რომელიც მიზნად ისახავს გარემოს მოფრთხილებასა  და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. კამპანია იქნება გადამდები, გამოწვევის ხასიათისა და კვირეულის ორგანიზატორები საზოგადოებასა და ბიზნეს კომპანების კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რაც ამ დღეს დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილების მოძრაობით გამოიხატება.

შეგახსენებთ რომ "დღე ავტომობილის გარეშე" 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილების მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს- ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშვალებებს. 



p.s აღნიშნულ კამპანიაში რუსთავში აქტიურად ჩაერთო სსიპ№15საჯ.სკოლა და სამოქალაქო კლუბი :"მე-აქტიური მოქალაქე". კამპანია დაემთხვა სასწავლო წლის დაწყებას,კლუბის მეურვემ ლია ღუღუნიშვილმადა მოსწავლეებმა მშობლებში, თემში დაარიგეს საინფორმაციო ბეჭდური მასალები, მოქალაქეებს მანქანებზე (მათი მხარდაჭერით) დააკრეს სტიკერები წარწერით: "სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა." ამის შემდეგ კამპანიამ სკოლის შენობაში გადაინაცვლა, სადაც ლია მასწავლებელმა აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია ჩაუტარა მშობლებს (ძირითადად  მძღოლ დედებს) და მე11 კლასელებს, აღსანიშნავია რომ, აქტივობას ესწრებოდა საკრებულოს წევრი, კლუბის აქტიური მეგობარი - ამირან ჯანჯღავა, ა/ო "სიდას" წარმომადგენელი-რუსუდან მეტრეველი,შეხვედრა კი გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ