Saturday 15 November 2014

როცა სიტყვებით ვერ აღწერ ტკივილს!

სამოქალაქო კლუბის: ,,მე-აქტიური მოქალაქის" სახელით ღრმა მწუხარება მინდა გამოვაცხადო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არასამთვრობო ორგანიზაციის - ,,სიქა"-ს აქტიური წევრისა და კლუბებთან კოორდინატორის ნინი ვარდიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მთელი გულით ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს!

Tuesday 29 April 2014

დედამიწის დღე

 გაზაფხულის დადგომისთანავე სამოქალაქო კლუბმა: ,,მე-აქტიური მოქალაქემ" სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაწყვიტა ახალი ნერგები დარგოს. ამისთვის კლუბის აქტიურმა წევრებმა ეზოში 60 ორმო ამოთხარეს და ეზოს 60 ახალი სიცოცხლე შემატეს.
გარდა ამისა მოეწყო პლაკატების კონკურსი თემაზე:,,სუფთა გარემო".









Wednesday 5 March 2014

ტრენინგი თემაზე: ,,როგორ გადავიღოთ ვიდეო"?!

21 თებერვალს სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოც. მედიის ტრენინგი თემაზე "როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ წარმატებული ბლოგერები, ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული ქეთი შოშიაშვილი და ქეთი ეპიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ რუსთავის #1, #4, #15 და #17 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები. ქეთი შოშიაშვილმა თანატოლებს გაუზიარა სოც.მედიის ბანაკში მიღებული გამოცდილება. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცვნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.
ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
ტრენინგი საინტერესო და ინფორმაციით დატვირთული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სიქა მომავალშიც გეგმავს სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.

სტუმრად გარმოს დაცვის სამინისტროში

12 თებერვალს სიქა-ს ორგანიზებით შედგა კიდევ ერთი ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. შეხვედრას გიდობა გაუწია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხემძღვანელმა ქალბატონმა, ნატა სულთანიშვილმა. მონაწილეები გაეცნენ სამინისტროს სხვა დეპატრამენტებსაც: დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოს ეროვნულისააგენტოს, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობას, ეროვნული სატყეო სააგენტოს.
ვიზიტორი სკოლები იყვნენ: თეთრიწყაროს #1 და #2, კოდის, ასურეთის, რუსთავის #15 და #26 სამოქალაქო კლუბების წევრები.
მონაწილეები გაეცვნენ გარემოს დაცვის სამინისტროს თითოეული დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს და უშუალოდ მათგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე: ხე-ტყის უკანონო მოჭრის, ნაგავსაყრელის, ნადირობა-თევზაობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს ახალგაზრდებთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა

Friday 31 January 2014

შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება

29 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქვემო ქართლში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი - დეკემბრის თვეებში შესრულებლი აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრო 85 ადამიანი. ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და PH International - ის გრანტების მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა დადებითად შეაფასეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შესრულებული სამუშაოები.

გადავარჩინოთ ხეები მოყინვისაგან!!!!!!!!!


 ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა თოვლის მოსვლისთანავე სკოლის მიმდებარე ტერიოტორიაზე არსებული ხეები თოვლისგან გაგვეწმინდა, რადგან  აცივების შემდეგ არ გაყინულიყო. სწორედ ამიტომჩვენ განცხადებით შევედით სკოლის დირექტორთან და ვთხოვეთ საგაკვეთილო პროცესიდან(1 გაკვეთილი) გათავისუფლება, რაზეც  დადებითი პასუხი მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ ჩავედით  სკოლის ეზოში და ზეებიდან ჩამოვხვეტეთ თოვლი.  ჩვენ ვიცით, რომ ხეებს არამარტო  დარგვა, არამედ მოვლა და პატრონობა სჭირდება!!!!!!!!!!!




ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა თოვლის მოსვლისთანავე სკოლის მიმდებარე ტერიოტორიაზე არსებული ხეები თოვლისგან გაგვეწმინდა, რადგან  აცივების შემდეგ არ გაყინულიყო. სწორედ ამიტომჩვენ განცხადებით შევედით სკოლის დირექტორთან და ვთხოვეთ საგაკვეთილო პროცესიდან(1 გაკვეთილი) გათავისუფლება, რაზეც  დადებითი პასუხი მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ ჩავედით  სკოლის ეზოში და ზეებიდან ჩამოვხვეტეთ თოვლი.  ჩვენ ვიცით, რომ ხეებს არამარტო  დარგვა, არამედ მოვლა და პატრონობა სჭირდება!!!!!!!!!!!

Wednesday 8 January 2014

კლუბის მორიგი წარმატება!!!!!!!!!!!!!

გამოვლინდა ქვემო ქართლის აქტიური კლუბებში ივლისი - დეკემბერი პერიოდში ...
პირველი საუკეთესო ათი სამოქალაქო კლუბის სია ასე გამოიყურება:
1. კაზრეთის # 1 სკოლა დაბა, კლუბ ,,საფიხვნო" - 146 რაოდენობა
2. რუსთავის # 15 სკოლა, კლუბი "მე - აქტიური მოქალაქე" - 141 რაოდენობა
3. რუსთავის # 20 სკოლა, კლუბი "friendship club" - 124 რაოდენობა
4. რუსთავის # 17 სკოლის კლუბი "თემიდა" - 121 რაოდენობა
5. ბოლნისის # 5 სკოლა. კლუბი "ლიბერალი" 103 ქულა
6. კოდი სკოლის კლუბ "თანასწორობა" - 97 ქულა
7. რუსთავის # 24 სკოლის კლუბი "WALL" - 84 ქულა
8. # 3, სკოლა, კლუბი "ნათელი მომავალი" - 78 ქულა
9. რუსთავის # 26 სკოლა, კლუბი "Liberty team" - 72 ქულა
10. მარტყოფის # 2 სკოლის კლუბი "მოქალაქე" - 69 ქულა
 უნდა  აღინიშნოს იქ ფაქტიც, რომ ჩვენი სამოქალაქო კლუბი : ,,მე-აქტიური მოქალაქე" გავიდა II ადგილზე, რამაც ძალიან გაგვახარა.  მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ  არასამთავრებო ორგანიცაციას  სიქას, ჩვენი მუშაობის დაფასებისთვის. ზემოთ აღნიშნულ სამოქალაქო კლუბებს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებებს და მომავალშიც უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ.
გარდა ამისა, სხვა სამოქალაქო კლუბებს ვუსურვებთ წარმატებასა და იმედს, ვიტოვებთ, რომ მომავალი კვარტლის ბოლოს მათაც ვიხილავთ საუკეთესო კლუბების ათეულში.
გისურვებთ წარმატებებს!!!!!!!!!

ვულოცავთ სიქას მიღწეულ წარმატებას!!!!!!!!!!!

სამოქალაქო გაანთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონალური კოორდინატორი ოეგანიზაცია- სიქა (საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დასახელდა 2013 წლის ახალგაზრდულ ორგანიზაციად! ამ მიღწევამ ძალიან გაგვახარა, რადგან მივიჩნევთ, რომ მათი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა. ჩვენი სამოქალაქო კლუბი: ,, მე-აქტიური მოქალაქე" ულოცავს და უფრო და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს ჩვენს საყვარელ ორგანიზაციას.უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სიქა მუდამ გვერდში უდგას ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბებს, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას ვუხდით!!
გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ!!!!!!!!!