Sunday 24 February 2013

კანონი დღეს( შემაჯამებელი ღონისძიება)

8 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(USAID) ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში" განხორციელებული საგრანტო პროექტის ,,კანონი დღეს"შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა იმ სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი და მეურვე, რომელიც ჩართული იყო მოცემულ პროექტში.  მონაწილე სკოლებს გადაეცათ წიგნების კომპლექტი; ,,სამოქალაქო განათლების ლექსიკონი". ჩვენი სკოლის  გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სოსო კაიშაური, ნანა ტყემალაძე, ნინო ბერიძე და სალომე ჭყოიძე გახდნენ იურისტთა რჩეული. ამასთან კლუბის მეურვემ ლია ღუღუნიშვილმა დაურიგა კლუბის მეურვეებს სამადლობელი სიგელები.
დღემ მართლაც ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ლუბი- ,,მე-აქტიური მოქალაქის" წევრები კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს პროექტებში.


მადლობას ვუხდით საკრებულოს წევრებს



როგორც  ცნობილია, ჩვენი კლუბის წევრმა გოგონებმა: მარიამ მხეიძემ, ნინო ბერიძემ და ნანა ტყემალაძემ დიდ წარმატებას მიაღწიეს დებატებში, სადაც რეზოლუცია შემდეგი იყო: ,,სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს". ამ სფეროში მათთვის ბევრი რამ იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომაც  სჭირდებოდათ გარკვეული კონსულტაციები სამხედრო სფეროს წარმომადგენლებთან. ბატონმა მინდია აფციაურმა და ფირუზი აფციაურმა დიდი დახმარება გაუწიეს გოგონებს. ამ მიზეზის გამო მათ გადაწყვიტეს საკუთარი ვიზიტითა და თასის ჩვენებით მადლიერება გამოეხატათ მათთვის.  მთელი სამოქალაქო კლუბი- ,,მე-აქტიური მოქალაქე" მადლობას უხდის ბატონ მინდიასა და ფიფუზს დახმარებისათვის.



Friday 15 February 2013


შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება მარნეულში

30 იანვარს მარნეულის საკრებულოს შეობის დიდ სააქტო დარბაზში სიქა- ორგანიზებით გაიმართა სამოქალაქო გაnaთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის აქტიური სამოქალაქო კლუბების წევრები. პროგრამის კოორდინატორმა ქვემო ქართლის რეგიონში ინგა პაიჭაძემ გააკეთა ანალიზი პროგრამის მესამე წლის პირველი ნახევრის განმავლობაშi მიღწეული შედეგების შესაებ. რეგიონის ხუთმა აქტიურმა კლუბმა გააკეთა საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია. PH-International-ის მცირე გრანტების პროგრამის მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რეგიონში პროგრამის მიმდინარეობით. ღონისძიების დასასრულს აქტიური სამოქალაქო კლუბები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა 120-ზე მეტი აქტიური კლუბის წევრი და მეურვე. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად  ჩაიარა. 




                  თავისუფალი დებატების ლიგა

 26-27 იანვარს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა თავისუფალი სტილის დებატები. მასში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი კლუბის სამი აქტიური წევრი: მარიამ მხეიძე, ნინო ბერიძე და ნანა ტყემალაძე. სადებატო თემ კი შემდეგი იყო: "სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს". ჩვენი გოგონები დიდი მონდომებით გამოირჩეოდნენ. მათ  8 გუნდთან მოუხდათ შეხვედრა და საბედნიეროდ ყველა მათგანი დაამარცხეს, რიტაც "საქართველოს ჩემპიონის" ტიტული მოიპოვეს. ეს ყოველივე კი საშუალებას აძლევს მათ, დაიცვან საქართველოს სახელი მსოფლიო ჩემპიონატზე დებატებში. ამ პრიზთან ერთად მათ გადაეცათ თასი, მედლები და სხვა წამახალისებელი საჩუქრები. ამასტან მარიამ მხეიძე ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლისთვის  1 კვირით მიდის ბაქოში.კლუბი "მე- აქტიური მოქალაქის სახელით ვულოცავ გოგონებს მიღწეულ წარმატებებს და მომავალშიც უდიდეს წინსვლას ვუსურვებ.


                       ელექტროენერგია სამოქალაქო კლუბში


25 იანვარსკლუბი: "მე-აქტიური მოქალაქის" წევრებმა გადავწყვიტეთ თხოვნით მიგვემართა სკოლის დირექციისთვის, რადგანაც აღნიშნულ დრომდე სსამოქალაქო კლუბის ოთახში ელექტროგაყვანილობა არ ფუნქციონირებდა. კლუბს კი სინათლე ძალიან გვესაჩიროებოდა სხვადასხვა აქტივობებისა თუ ღონისძიებისათვის. თხოვნაზე დადებითი პასუხი მივიღეთ. სკოლის დირექციამ გამოგვიყო გარკვეული თანხა აღნიშნულის განსახორციელებლად , რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. ამჟამად კლუბის ოთახში გვაქვს ელექტროენერგია, რაც ძალიან გვეხმარება სამოქალაქო აქტივობების შესრულებაში.

შეხვედრა ანატოლი ბოისასთან

 24 დეკემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ცნობილ კალათბურთელს ანატოლი ბოისას შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში კალათბურთელმა საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგარძელდა და მოსწავლეებთან ერთად სპორტსმენმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორების განხილვას დაეთმო. თუმცა, მოსწავლების კითხვები შეეხებოდა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებს. სპორტსმენმა ყველა კითხვას გულახდილად უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს სპორტსმენმა ახალაგაზრდებს კონკრეტული რჩევები მისცა და დასახული მიზნის ასრულებისთვის დაუღალავი შრომისკენ მოუწოდა.შეხვედრამ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ განმეორდეს, რაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ახლგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

,,რას ნიშნავს იყო მოხალისე?!''

15 იანვარს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა სტუმართან. სტუმარი იყო სიქა-ს ქართველი მოხალისე დათო ოდიკაძე რომელიც ამჟამად არის EVS პროგრამის მოხალისე რუმინეთში. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. სამოქალაქო კლუბების ბავშვებმა ბევრი რამ შეიტყვეს იმაზე თუ რას ნიშნავს იყო მოხალისე და დიდი სურვილი გამოთქვეს, მსგავსი პროგრამის ჩატარებაზე.