Saturday 28 September 2013

გულის მსოფლიო დღე!

28 სექტემბერს ქ.რუსთავში მოეწყო აქცია "მსოფლიო გულის დღე", რომელსაც ორგანიზება გაუკეთა სიქა-მ რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების ლიდერებთან, ქართველ, ევროპელ EVS და ამერიკელ "მშვიდობის კორპუსის" მოხალისეებთან ერთად. აქციის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის მარათონი. უნდა აღინიშნოს ის  ფაქტიც, რომ ჩვენი სამოქალაქო კლუბის წევრმა გოგონებმა გაიმარჯვეს მარათონში. . ასევე ჩვენი კლუბის მიერ შესრულწბული  პლაკატი გახდა დამთვარიელებელთა სიმპატია. 
აქცია მხარდაჭერილი იყო ქ.რუსთავის მერიის მიერ. აქტივობა გააშუქა ქვემო ქართლის ტელევიზიამ. 

























გავუფრთხილდეთ ბუნებას

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა დარგო ხეები სკოლისა ტერიტორიაზე.  ჩვენ ვიცით, რომ მარტო ხეების დარგვა სესასრულებელი საქმის ნახევარია, ამიტომ ჩვენი კლუბის წევრებმა და მომავალი აქტიური წევრებმა გადავწყვიტეთ გარკვეული დროის ინტერვალში მოვრწყოთ ხოლმე ხეები.





Sunday 22 September 2013

სტუმრად ოკუპაციის მუზეუში

სიქას ორგანიზებით 21სექტემბერს (მშვიდობის დღეს) ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბები  ვეწვიეთ ოკუპაციის მუზეუმს, სადაც ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ასეული წლის წინანდელი  იარაღები, ტანსაცმელი და საბრძოლო აღჭურვილობა. ვნახეთ, იმ ვაგონების ზუსტი მოდელები, რომლებშიც იხვრიტებოდა უდანაშაულო ხალხი. გიდმა  დამთვალიერებლებს გაგვაცნო , იმ პატრიოტი ადამიანების მცირედი ჩამონათვალი, რომელნიც  XIX-XX საუკუნეში შეეწირნენ ქყეყანას.  მუზეუმის ამ ნაწილის დათვალიერების შემდეგ  ვესტუმრეთ ოქროს ფონდს, სადაც გამოფენილი იყო არამდენიმე საუკუნის წინ აღმოცენილი ნივთები, მათ შორის თრიალეთის თასი, ოქროსა და ვერცხლლის სამკაულები და მრავალი სხვა.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

Friday 20 September 2013

დავასუფთავოთ მსოფლიო

ჩვენი სამოქალაქო კლუბი სიამოვნებით შეუერთდა აქციას,, დავასუფთავოთ მსოფლიო". 


















მუშაობა დილიდანვე დავიწყეთ, მიუხედავად საშინელი წვიმისა. აქციის მონაწილეებმა, რომელთა რიცხვი 50 ადამიანს შეადგენდა დაასუფთავა სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამასთან სკოლის ეზოში დავრგეთ ნერგები. დავამზადეთ პლაკატი წარწერით:,,დავასუფთავოთ მსოფლიო", რომელი სკოლის კედელზე გავაკარით, ასევე მოვხატეთ სამოქალაქო კლუბის კედელი, რომელიც ჩვენს ფოტო მასალაშიცაა აღბეჭდილი. უნდა ააღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენი სამოქალაქო კლუბი არ  დაჯერდა მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავებას, ამიტომ ჩვენ მიერ მოძიებული ნერგებიც დავრგეთ შერჩეულ ტერიტორიაზე. 
ასე, რომ მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ აქციამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა.

თანამშრომლობა რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან






ჩვენი სამოქალაქო კლუბი უკვე წლების განმავლობაში აწარმოებს თანამშრომლობას რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან. სკოლის ტერიტორიაზე დასარგავი ნერგები სწორედ მუზაუმის დირექტორმა, ქ. ნაზი პაჭიკაშვილმა  გამოგვიყო, რისთვისაც მთელ მუზეუმს დიდ მადლობა ვუხდით. :)
http://www.youtube.com/watch?v=4Tgulv3T0lM&feature=youtu.be