Thursday 22 June 2017

კლუბის სიმბოლო ნია მომავალ სასწავლო წლამდე ემშვიდობება აქტიურ მოქალაქეებს და უსურვებს აქტიურ დასვენებას, მომავალში აქტიური საქმიანობისთვის.
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მშვენიერაძემ კლუბის წევრებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანიის მეთოდების პრევენცია“

1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა. ნორჩი კლუბელები საგანგებოდ მოემზადნენ ამ დღისთვის და კლუბის მიერ შეძენილი საჰაერო ბურთები დაურიგეს საჩუქრად დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. წინასწარ შემუშავებული თამაშებით ააჟრიამულეს სკოლის დერეფნები.

პროექტი: „ჩემი უფლებაა-საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლები მომემსახურონ თამბაქოს მოწევის გარეშე“ გაიმართა ესსეებისა და სლოგანების კონკურსი.
 სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ევროკავშირი და საქართველო“ კლუბის წევრები დაეხმარნენ ჩვენი სკოლის  პატარა მხატვარს იდეების ფორმირებაში.
 
ქართველოში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა  ვაწარმოეთ კამპანია თუ რა უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა ევროპაში გამგზავრებისას. გამოვფინეთ ამ თემატიკის აღმნიშვნელი პოსტერები და ბროშურები.

კლუბის წევრების ინიციატივით ვაწარმოეთ პროექტი „არამხოლოდ პურით“ სადაც გრანდიოზულად აღვნიშნეთ წიგნის საერთაშორისო დღე 16 თებერვალი, მოწვეული გვყავდა „13 თვის“ პოეტი ამირან ჯანჯღავა. მიმდინარეობდა მოსწავლეთა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდების კითხვა.










კლუბის მეურვის მოწვევით ექსპერტმა კლუბის წევრებს ჩაუტარა შემეცნებითი ტრენინგი პროფესიების არჩევის შესახებ. გაიმართა ექსპერტსა და კლუბის წევრებს შორის ინტენსიური დისკუსია.

ვულოცავთ

ვულოცავთ ჩვენი კლუბის თავმჯდომარეს - ელენე აფციაურს, კანადის უნივერსიტეტის პროფესორი ევა ბენსონის მიერ ორგანიზებულ ორ ეტაპობრივ ტესტირებაში აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდებისთვის, რომლის მთავარი თემა იყო „გლობალიზაცია“, მისმა ნამუშევარმა დაიმსახურა დიდი მოწონება და გადაეცა სერთიფიკატი და ფასიანი საჩუქარი- Power Bank.

           აქტიურმა მოქალაქე ელენემ რუსთავის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში: „ჩვენი ქალაქის სახელოვანი მოქალაქეები“ მან თემა მიუძღვნა რუსთავის გამოჩენილ მხატვარს- ალექსანდრე თოდუას,სადაც  საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა მისი მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებები.