Wednesday 19 June 2013

წმ.ნინოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება











14 ივნისს ჩვენს სკოლაში სამოქალაქო კლუბისა და სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა წმ.ნინოს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი კლუბის აქტიურმა წევრება. მონაწილე ბავშვებმა წინასწარ დავამუშავეთ სხვადასხვა სახის თემები მ.ნინოს შესახებ, როგორც ისტორიული, ასევე ლიტერატურული და გეოგრაფიული განხრით. სკოლის IXა კლასის მოსწავლეებმა  დამრიგებელთან ერთად შექმნეს წიგნი წმ.ნინოს შესახებ და რუკა, სადაც ასახული იყო  მისი მარშრუტი, თუ როგორ შემოვიდა იგი საქართველოში.  ჩვენი ღონისძიება გაალამაზეს დაბაკლასელმა მოსწავლეებმაც, თავიანთი მცირედი სპექტაკლით, რომელიც აღნიშნულ თემაზე იყო შექმნილი.სტუმრად მოწვეული გვყავდა მამა კახაბერი. ღონისძიების დასასრულს ჩატარდა ვიქტორინა  IXკლასის მოსწავლეებს შორის, რომლის გამარჯვებული IXა კლასი გახდა.  მონაწილეებს გადაეცა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.

Thursday 6 June 2013

კონკურსი(3 ივნისი)

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არსებულმა სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა: ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთისა და თბილისის რეგიონებიდან მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამით(UNOP) და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებუ; ვიკტორინა-კონკურსში: ,,რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“. 




ქვემო ქართლის რეგიონიდან სამი გუნდი იყო წარდგენილი: მარნეულის სსიპ #5, გარდაბნის სსიპ#1 და რუსთავის სსიპ #15 სკოლა.  საგულისხმოა ის გარემოება, რომ ათივე გუნდი საკმაოდ ძლიერად იყო მომზადებული. მიუხედავად ამისა, დამსახურებული პირველი ადგილი და საკმაოდ სასიამოვნო საჩუქრები (პლანშეტი და წიგნი ,,ხელოვნების ისტორია”) წილად ხვდა ქვემო ქართლის რეგიონის, მარნეულის #5 სკოლას, ხოლო მესამე ადგილი რუსთავის სსიპ #15 სკოლას. ვულოცავთ აღნიშნულ გუნდებს და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
გვსურს მონაწილე მოსწავლეებისა და პედაგოგების სახელით მადლობა გადავუხადო პროგრამის დირექტორს ქალბატონ მ.უშვერიძეს ასეთი საინტერესო კონკურდიდ ორგანიზებისა და ჩართულობისათვის.

Saturday 1 June 2013

ბავშვთა დაცვის დღე(სიქა)

სიქას ოფისში შეკრებილმა ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებისა და 1 ივნისის დანიშნულების შესახებ. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზირეს ბავშვობის საინტერესო და სახალისო ისტორიები, დიდ სტენდზე კი ბავშვებისთვის სურვილები ჩამოწერეს. აქტივობა ოფისის გარეთ გაგრძელდა და მონაწილეებმა ქუჩაში მოსიარულე ბავშვები ფერადი ბუშტებითა და კეთილი სურვილებით გაახარეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე





1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ჩვენი კლუბი , როგორც ყოველთვის უერთდება ამ დღის აღნიშვნას და ეს წელიც არაა გამონაკლისი. ჩვენ კლუბის მიმდებარე კედლები მოვხატეთ.  უველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესა სა ნინოობას.

პედაგოგების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში





       31 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არსებული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრებსა და მინისტრის მოქადგილე-ალუდა გოგლიჩიძეს შორის შეხვერდა. შეხვედრის მიზანი იყო, არაძალადობრივი თანაარსებობისა და კონფლიქტის მოგვარების სწავლების გაუმჯობესება სკოლებში. დამსწრეთა მოწონება და აქტიური ჩართულობა გამოიწვია ბატონი ალუდას მიერ ჩატარებულმა მასტერ-კლასმა კონფლიქტის მოგვარების თემატიკაზე.სამინისტროს მხრიდან აშკარად ჩანდა  კეთილი ნება მიეღოთ რჩევები პრაქტიკოსი პედაგოგებისაგან  სკოლებში არსებული რეალური პრობლემებიდან გამომდინარე. შეხვედრის პირველ ეტაპზე(შემდგომაც იგეგმება შეხვედრა) ერთობლივად გადაწყდა,რომ აუცილებლია გაიზარდოს კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე დათმობილი საათების რაოდენობა.
         ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სახელით გვინდა მადლოა გადავუხადოთ აღნიშნული პროგრამის დირექტორს ქალბატონ მ.უშვერიძეს, ასეთი საინტერესო და აქტუალური შეხვედრის ორგანიზებისათვის.
          პატივისცემით ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორი ლიანა ღუღუნიშვილი.

აქცია ტოტალიზატორების წინააღმდეგ

22 მაისს გაიმართა აქცია ტოტალიზატორის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობას რუსთვის რამდენიმე სამოქალაქო კლუბი იღებდა. მათ შორის ვიყავით ჩვენ და მე-7 საჯარო სკოლის კლუბი ,,ერთობა",რომელსაც ხელმძღვანელობდა ვაჟა ქარუხნიშვილი. აქცია დააფინანსა ,,PH International"-მა, რის შედეგადაც დაიბეჭდა შემეცნებითი ბუკლეტები და დარიგდა  მოსახლეობაში. ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ   შემხვედრი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი აქციაში მონაწილეობაზე და განაცხადეს, რომ ტოტალიზატორები აუცილებლად უნდა დაიხუროს. მათი უმრავლესობა კი მამაკაცი იყო. აქ იმყოფებოდა ქვემო ქართლის ტელევიზია, რომელმაც გადაიღო და გააშუქა ჩვენ მიერ შესრულებული ერთობლივი აქტივობა.