Wednesday 28 February 2018


სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა: ,,მე -აქტიური მოქალაქე’’ მონაწილეობა მიიღო,სიდას’’ მიერ ორგანიზებულ საპრეზენტაციო შეხვედრაში ,,პეტიციების პორტალი’’  ichange.gov.ge (მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმა). კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ გამოიყენონ მოქალაქეებმა ელექტრონული ფორმა პეტიციის შესავსებად. მოსწავლეებს გადაეცათ მომზადებული ბუკლეტები,რომლებსაც გაავრცელებენ მოსახლეობაში
ichange.gov.ge ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ,რომელიც ღიაა მმართველობის პარტნიორობის(OGP)ფარგლებში,თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას საზოგადოების წინაშე და მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პეტიციის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ თემებზე:

§  რეგიონალური განვითარება
§  გარემოს დაცვა
§  კულტურა
§  ჯანდაცვა
§  მეცნიერება
§  სოციალური საკითხები
§  განათლება
§  ენერგეტიკა
§  საგარეო პოლიტიკა
§  უსაფრთხოება
§  ფინანსები
§  ეკონომიკა
§  სპორტი
§  ინოვაციები