Sunday 24 February 2013

კანონი დღეს( შემაჯამებელი ღონისძიება)

8 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(USAID) ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში" განხორციელებული საგრანტო პროექტის ,,კანონი დღეს"შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას ესწრებოდა თითქმის ყველა იმ სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი და მეურვე, რომელიც ჩართული იყო მოცემულ პროექტში.  მონაწილე სკოლებს გადაეცათ წიგნების კომპლექტი; ,,სამოქალაქო განათლების ლექსიკონი". ჩვენი სკოლის  გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: სოსო კაიშაური, ნანა ტყემალაძე, ნინო ბერიძე და სალომე ჭყოიძე გახდნენ იურისტთა რჩეული. ამასთან კლუბის მეურვემ ლია ღუღუნიშვილმა დაურიგა კლუბის მეურვეებს სამადლობელი სიგელები.
დღემ მართლაც ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. ლუბი- ,,მე-აქტიური მოქალაქის" წევრები კვლავაც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს პროექტებში.


No comments:

Post a Comment