Saturday 31 March 2018

2018 წლის 28 მარტს სამოქალაქო განათლების კლუბი: "მე-აქტიური მოქალაქე"
და მე9-მე10 კლასების წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლია ღუღუნიშვილთან ერთად, რუსთავის ჟიული შარტავას მუნიციპალიტეტში  შეხვდა მაჟორიტარ დეპუტატს ამირან ჯანჯღავას, შეხვედრაზე გაჟღერდა სკოლისა და კლუბის ინიციატივა ერთობლივ პროექტზე მუშაობისა, ომელიც შეეხება თემში არსებული პრობლემების მოგვარებასა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. შეთანხმდნენ პირველ ეტაპზე 1აპრილს სკოლისა და კლუბის წარმომადგენლები შეუერთდებიან აქციას დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი ქალაქში-ველოსიპედებით მსვლელობას საპატრულო პოლიციის თანხლებით რუსთავის შემოსასვლელიდან მერიამდე
                                               
                                                                                       კლუბის ლიდერი: ეთო გვალია
  იხილეთ ფოტო მასალა:








Sunday 4 March 2018

   თებერვლის თვეში რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩვენი კლუბის წევრები მიიწვია ასოციაციამ, "მრავალეროვანი საქართველოს ქალები". ეს სამუშაო შეხედრა ეძღვენბოდა ოჯახში ძალადობას, ძალადობის სახეობების გაცნობას და როგორ ან ვის უნდა მივმართოთ როგორც ძალადობის მსხვერპლმა და მოწმეებმა. დაგვირიგდა ბუკლეტები ბროშურების სახით, რომელიც გავავრცელეთ თანატოლებში. ურიგო არიქნება დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ამ შეხვედრის ძირითადი ასპექტები:

                                              რა არის ოჯახი ძალადობა?          
 
 ოჯახში ძალადობა-ეს არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეის კონსტიტუციური უფლებების  და თავისუფლებების დარღვვა.

                                                   ძალადობის სახეობები:
ფიზკური:    
ცემა,წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს  ან ტანჯვას: ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის დაზიანებას ან სიკვდილს.

ფსიქოლოგიური:
შეურაცწყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.

ეკონომიკური:
ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით,საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების შეზღუდვას.

სექსუალური:
სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით: ნებისმიერი სექსულარური ხასიათის ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

იძულება:
ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება. რომლის განხორციელება. ან  რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა. 

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა:
ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების  დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა. სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის ქმედების განუხორციელებლობა 
     

                 თუ თქენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან მოწმე.
                                         თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ:
 
1.სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია ან მიმართეთ უბნის       ინსპექრორს. 

2.ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების დეპარტამენტს.
   ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები დაგეხმარებიან რთული სიტუაციის                       დაძლევაში. 

3.სამედიცინო დაწესებულებას.
  თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ  ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებას  და                    დაადასტუროთ ცემის ფაქტი.

4.საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ასოციაცია "მრავალეროვანი საქართველოს ქალები"       პროექტ "არა.ოჯახში ძალადობას!" ფარგლებში სთავაზობს დაზარალებულ ქალებს             მრავალმხრივ დახმარებას.



დახმარებისთვის მიმართეთ:

ადამიანით ვაჭრიბის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა.დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელ ხაზს: 116 006

საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზს:1481
 
ასოციაციას "მრავალეროვანი საქართველოს ქალები" მისამართი: 0102. ქ.თბილისი, 
კ.ხეტაგუროვის ქ. 4, ბ.74    ტელ:  +995 555 94 12 94


 ეს კი შეხვედრიდან შემორჩენილი ფოტო მოსალა: