წესდება
1.ზოგადი დებულებები:
1.1 სამოქალაქო განათლების კლუბი დაფუძნებულია PH International - ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, დევიზი.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. ქ.რუსთავი VIII მკრ/რ - ნი სსიპ №15 საჯ. სკ.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები:
2.1 სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2 ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.2 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
2.5 კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.7 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს,ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის IX – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობისმსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის თაობაზე.
3.5 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.6 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
3.7 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.8 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნულიწესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობა თავისუფალია;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას,ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერგანსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება,დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოსფუნქიები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.3 კლუბის მეურვე კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
4.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
4.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 15 თვის ვადით.
4.6 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.
5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.
6. კლუბის ქონება:
კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.1 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.2 გრანტებით.
6.3 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.4 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება საწესდებო მიზნებისა, სასკოლო და საქველმოქმედო საქმიანობისშესასრულებლად.
7. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით .
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
8. დასკვნითი დებულება:
8.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.
No comments:
Post a Comment