Wednesday 25 December 2013

ბუნება ჩვენი სიამაყეა. გავუფრთხილდეთ მას.

 ჩვენი სამოქალაქო კლუბი გამოეხმაურა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებას ხეების მოჭრის თაობააზე, რომ ჯარიმები გამკაცრდა. სწორედ ამიტომაც ჩვენ დავბეჭდეთ განცხადებები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გავაკარით ჩვენი ქალაქის ტერიტორიაზე, რადგან მოსახლეობამ იცოდეს, თუ რსა შეიძლება მოჰყვეს ხეების მოჭრას.





Friday 20 December 2013

ნელსონ მანდელა

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა: ,,მე-აქტიური მოქალაქე" გადაწყვიტა, რომ ნელსონ მანდელას შესახებ მოგვწყო სხვადასხვა სახის დისკუსიები:
1. მისი ცხოვრების შესახებ
2. მისი გამონათქვამების შესახებ.
კლუბის წევრებისთვის ძალიან საინტერესო  იყო ნელსონ მანდელა, რადგანაც მათ ძალიან ბევრი რამ  იცოდნენ აღნიშნულ პირზე.  ჩვენი დისკუსიი თემა იყო ნელსონის შემდეგი გამონათქვამები:
ა) ყოველთვის შეუძლებლად მიგაჩნია, სანამ გააკეთებ.
ბ)გამარჯვებული არის მეოცნებე, რომელიც არასდროს ნებდება.
დისკუსიამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რომლის შემდეგაც ნელსონ მანდელას გამონათქვამები კლუბის კედლებზე გავაკარით, რადგან სხვა ბავშვებსაც ჰქონოდათ საშუალება გაცნობოდნენ მას.




Tuesday 10 December 2013

10 დეკემბერი-ადამიანი უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან





 დაკავშირებით მოიწვა რუსთავის ახალგაზრდა იურისტთა ფილიალის წარმომადგენელი იურისტები: ნათია  ქოქიაშვილი და ეკატერინე მიდოდა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ადამიანის უფლებათა საყოველთო დეკლარაციაზე, მაგრამ შეხვედრის მთვარი მიზანი შემდეგი იყო: ,,არასრულწლოვანი და დანაშაული". ქ. ეკამ ისაუბრა საქართველოშ არსებულ არასრულწლოვანთა გამოსასწორებელი კოლონიების შესახებ, თუ როგორი პირობებია, აქვთ თუ არა სწავლის შესაძლებლობა მსგავს დაწესებულებაში მყოფ ბავშვებს.  ამ ყოველივეს შემდეგ დამსწრე აუდიტორიამ დაუსვეს მათთის აქტუალური და საინტერესო კითხვები. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რადგან აგვიმაღლდა სამოქალაქო ცნობიერება აღნიშნული თემის ირგვლივ.
კლუბის აქტივობა გააშუქა ქვემო ქართლის რეგიონალურმა ტელევიზიამ. 

Sunday 8 December 2013

დებატების ტურნირი ქვემო ქართლში

8 დეკემბერს, სიქა-ს ორგანიზებით, ქ. რუსთავის #22 სკოლაში რეგიონული დებატების ტურნირი მოეწყო, ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ქ. რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები.დებატების ტურნირი კარლ პოპერის/ფასეულობათა ფორმატით ჩატარდა, რეზოლუციით “საქართველოში მონარქიული მმართველობა გამართლებულია”. ტურნირში მონაწილე 8 გუნდი ახალგაზრდა თანასწორგანმანათლებლებმა მოამზადეს, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე დებატ ბანაკში მიღებული ცოდნა სიქა-ს დებატების ტრენერებთან განამტკიცეს. ტურნირში პირველი ადგილები რუსთაველმა ახალგაზრდებმა დაიკავეს! ამასთან ტურნირის ბოლოს გამოვლინდა 5 საუკეთესო მომხსენებელი, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.ამ დღის შემდეგ თითოეული მონაწილე უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდით საკუთარ თავში.





Saturday 7 December 2013

ფილმის ჩვენება:,,მარტინის მოჩვენება"

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა საკლუბო შეხვედრის დროს მოაწყო  ფილმის ჩვენება სახელწოდებით: მარტინის მოჩვენება. აღნიშნული ფილმი  უშუალოდ ეხებოდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობას. მასშიაღწერილი იყო თუ რა საშინელება შეიძლება მოჰყვეს საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდომას. ფილმის ჩვენების შემდეგ განვიხილეთ, თუ რას ნიშნავს სიტყვა ალკოჰოლიზმი, მისი რა და რა სახეები არსებობს, ამასთან საკუთარი მაგალითებიც მოიყვანეს ბავშვებმა.  შეხვედრის დასასრულს კი ბავშვებმა რამდენიმე სიტყვით შეაჯამეს აღნიშნული აქტივობა.
შეხვედრას კლუბის 15 წევრი და ფილმების რეგიონალური კოორდინატორი ირინა მელქაძე-გელაშვილი ესწრებოდა.








Sunday 1 December 2013

უსაფრთხო გზა

25 ნოემბერს  ქალაქ რუსთავში “სიქას” ორგანიზებით მისსავე ოფისში  გაიმართა პროექტი “მეგობრული გზების” პრეზენტაცია, რომელიც გამართა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ. პროექტი „მეგობრული გზები“ ითვალისწინებს ვებ-პორტალის შექმნას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას მათთვის საშიში ადგილის შესახებ. მაგალითად, იმ ადგილების შესახებ, სადაც ხშირად ხდება ავტო საგზაო შემთხვევები. სამშაბათს სამოქალაქო კლუბების კოორდინატორმა ანი ციცქიშვილმა სამოქალაქო კლუბის წევრებს დაგვირიგა აღნიშნული პროექტის ბანერები, რომელიც ჩვენთვის ყველაზე საშიშ გზის მონაკვეთზე უნდა გაგვეკრა. კლუბში მსჯელობის შემდეგ ჩვენმა წევრებმა გააკრეს რუსთავის ტერიტორიაზე(მესხიშვილის ტერიტორიაზე), რადგან ფეხით და ავტომობილით მოსიარულეთათვის გაგვეგზავნა მცირე მესიჯები, უსაფრთხო გზების შესახებ.






Friday 29 November 2013

სტუმრად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  მოეწყო სასკოლო  სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.  იქ მყოფთ გაგვაცნეს, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული სამინისტო, ამასთნ დაგვათველიერებინეს მისი შიდა სივრცე- საკონფერენციო დარბაზები. სამინისტროს თანამშრომელმა კი მოგვიყვა თუ როგორ დაარსდა  ეს ადგილი.  მასთან მოგვეცა გადაგვეღო სურათები ჩვენთვის საინტერესო ადგილებში.
დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, რადგან ჩვენ უკეთ შევიმეცნეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობის სისტემაზე.


Saturday 23 November 2013

ერთდ ვაკეთოთ კეთილი საქმე( გამწვანების აქცია)

22 ნოემბერს 13:00 საათზე ქ.რუსთვში(ლეონიძის პარკში) მოეწყო გამწვანების აქცია.  აქციას ჩვენი სამოქალაქო კლუბის შეუერთდა.  აქციაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი ქალაქის სხვა სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.  აქცია ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით .დაირგო 1000 ძირი შავი ფიჭვი.ნერგები რუსთავს საპატრიარქოს ფონდიდან გადაეცა.  






Friday 15 November 2013

სტუმრად ეკოვიზიაში

ჩვენი სამოქალაქო კლუბი : ,,მე-აქტიური მოქალაქე" ჩართულია ,,ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტში( SPARE), რომლის ფარგლებში ჩვენმა ეკო- კლუბმა განახორციელე რამდენიმე აქტივობა:
1.
დავასუფთავეთ სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორია(CLEAN UP THE WORLD-ის ფარგლებში).
2. დავრგეთ ხეები სკოლის ტერიტორიაზე( დასარგავი ნერგები გამოგვიყო რუსთვის ისტორიულმა მუზეუმმა)
3.
მოვაწყვეთ   ნახატებისა და ესსების კონკურსი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.
 ჩვენი აქტიურობის გამო, პროგრამის  მთვარმა კოორდინატორმა ნინო ქიტუაშვილმა შეარჩია ჩვენი კლუბის 15 აქტიური წევრი, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს ტელე-იმედის  ეკო-შემეცნებით გადაცემაში: ,,ეკოვიზია-ECOVISION”. გადაცემის მთავარი თემები იყო: კომპოსტი, 3R-ის პრინციპი და გარემოს დაცვითი განათლება( დებატები).  ჩვენ აღნიშნულ გადაცემაში გარდა, კითვებისა მაყურებელს  შევთვაზეთ ინოვაცია ინიციატივების სახით. ეს ინიციატივებია:
1. თსუ ეკო კლუბის წევრებთან ერთად განვახორციელოთ სხვადასხვა სახის აქტივობები
2. სკოლის სასწავლო პერიოდში დაგროვილი ქაღალდები შეგროვდეს, ხოლო მონაწილე სკოლები დასაჩუქრდნენ.

3. 3 არ-ის პრინციპის არსს, რომ ჩაწვდნენ ბავშვები აუმაღლდეთ ცნობიერება, ამისთვის საჭიროა, რომ გარკვეული დრო დაეთმოს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე 3 არ-ის შესწავლის პრინციპს, ამისთვის საჭიროა პრაქტიკული ქმედებების განხორციელება. ხელოვნების გაკვეთილებზე მეორადი ქაღალდისგან დამზადდეს გარკვეული ნივთები, რომლებიც გამოიყენება სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებზე, რითაც ხეების მოჭრის რაოდენობა შემცირდება.ლდა ჩვენი ეკო ცნობიერება აღნიშნული საკითხების მიმართ.




Friday 8 November 2013

სტუმრად მერიაში

7 ნოემბერს რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებს რუთავის მერიის სათათბირო დარბაზში მერის პირველმა მოადგილემ გიგი ტაბატაძემ უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა რუსთავში ლეონიძის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი იყო.
გაზაფხულზე გამართული ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე მოსწავლეთა ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა სწორედ ამ პარკის რეაბილიტაციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც ქალაქის მერიის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოსწავლეებმა  ინიციატივაზე მერიისგან დადებითი პასუხი მიიღეს. მალევე პარკის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო განაცხადები მერიის მოადგილემ გიგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადილემ ლეილა აფციაურმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს და გამარჯვებული ერთად გამოავლინეს.
გასულ კვირას პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე სამუშაოები და მერიის მოადგილესთან ერთად კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროექტის პუნქტები.  
პროექტის ფარგლებში პარკში დაიგება სავალი ბილიკები, დამონტაჟდება სკამები, ურნები და სანათები, მოპირკეთდება ტროტუარი, დაიდგმება სიმბოლური ნატვრის ხე, გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია,  პარკის უსაფრთხოებაზე დაცვა იზრუნებს.
ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა 23 ნოემბრის გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც მერიის წარმომადგენლები და სამოქალაქო კლუბების წევრები პარკის ტერიტორიაზე  100 ძირ ხეს ერთად დარგავენ.
შეხვედრაზე გიგი ტაბატაძემ მოსწავლეებს ქალაქში მიმდინარე სხვა პროექტებიც გააცნო.
შეხვედრის დიდი ნაწილი იმ პრობლემებზე საუბარს და მსჯელობას დაეთმო, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებს.  
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს შემდეგი სახის პრობლემებზე: საგზაო ნიშნების ნაკლებობა, ტრანსპორტის მოუწესრიგებელი მოძრაობა, კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, მიმანიშნებელი აბრების არ არსებობა კორპუსებზე, დაზიანებული სანიაღვრე ჭები და სხვა.
მერის მოდგილემ მოსწავლეებს  პრობლემების ნაწილის ერთად მოგვარება შესთავაზა. რამდენიმე პრობლემა კი ამ ეტაპისთვის მოუგვარებელი  რჩება.
შეხვედრის დასასრულს სხვადასხვა ინიციატივებსა და პრობლემებზე სამუშაოდ შეხვედრები დაიგეგმა მერიის შესაბამის სამსახურების წარმომადგენლებთან.
მოსწავლეები მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად განაგრძობენ ადვოკატირების პროცესს ქალაქის თვითმმართველობასთან.
შეხვედრას რუსთავის 12 სკოლის სამოქალაქო კლუბების 18 წევრი დაესწრო. 
ვიზიტი ორგანიზებული იყო სიქა-ს მიერ "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

შეხვედრა პალიკო ჯიმშელაძესთან

6 ნოემბერს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქა-ს ორგანიზებით რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ წარმატებულ სპორტსმენს, ყოფილ რაგბისტს, ამჟამად რუსთავის რაგბის ნაკრების მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს.
შეხვედრის დასაწყისში სპორტსმენი მოსწავლეებს გაეცნო და საკუთარი მოღვაწეობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ: რატომ უნდა ვიცხოვროთ აქტიური ცხოვრებით და რა როლს თამაშობს სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობაში.
მოგვიანებით სპორტსმენმა მიზნის მიღწევის გზებზეც ისაუბრა.  მოსწავლეებს ურჩია, აირჩიონ ის პროფესია და საქმიანობა, რომელიც მათ ნამდვილად სურთ, რადგან სურვილისა და მოტივაციის გარეშე, ძალით გაკეთებული საქმე მხოლოდ 50% -ით შესრულდება და შესაბამისად არც სრულყოფილი იქნება. მიზნის მისაღწევად კი დაუზოგავი შრომისკენ მოუწოდა.
შეხვედრის მეორე ნაწილი რაგბის მიმოხილვას დაეთმო. რაგბისტმა მოსწავლეებს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმები აჩვენა, რომლებიც რაგბის ისტორიას მოგვითხრობდნენ და მათში ქართული რაგბის მნიშვნელოვანი მომენტები იყო ნაჩვენები.
სტუმართან ერთად მოსწავლეებმა იმსჯელეს რაგბის, როგორც სპორტისა და როგორც კულტურის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და საქართველოს რაგბის ფედერაციის სახელით  ბილეთები გადასცა საჩუქრად საქართველო-ამერიკის მატჩზე დასასწრებად, რომელიც 16 ნოემბერს, რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართება.

ღონისძიებას რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.
შეხვედრა მოწვეულ სტუმართან გაიმართა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში.

Tuesday 5 November 2013

მრგვალი მაგიდა


რუსთავის სსიპ #15 საჯარო სკოლაში შედგა გეგმიური ,,მრგვალი მაგიდა“ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ესწრებოდა 28 პედაგოგი და 2 მოსწავლე.
პედაგოგთ მოთხოვნით საკითხი, რომელიცმათ მიაჩნდათ აქტუალურად და სურდათ მის ირგვლივ სიახლეების გაცნობა იყო- თვითმმართველობაში ახალი სისტემის დანერგვა, ამ მიზნით შერჩეული იქნა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ,, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონალური პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს“ წევრი მამუკა აბულაძე. ბატონმა მამუკამ მიმოიხილა თვითმმართველობის არსი და ის ძირეული ცვლილებები, რომელიც უნდა დაინერგოს ამ კუთხით. პედაგოგებმა გამოთქვეს მზადყოფნა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოახდინონ თემის ინფორმირება, ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რათა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისთვის, რომელიც 2014 წლისთვის ჩატარდება.