Friday 29 March 2013

ტრენინგი თემაზე:ინფექციური დაავადებები









სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში კლუბი,,მე-აქტიური მოქალაქ"-ის წევრები ვესწრებოდით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში(USAID)ჩატარებულ ტრენინგს თემაზე: ,,ინფექციური დაავადებების გადადების გზები და მათი პრევენცია." მისვლისთანავე თითოეულ მონაწილეს დაგვირიგეს კითხვარები მოცემული საკითხის ირგვლივ, რათა გაეგოთ,  თუ რამდენად ინფორმირებულები ვიყავით თემის შესახებ. ამ აქტივობის შემდეგ  გადავიდნენ უშუალოდ თემის პრეზენტაციაზე, ხოლო შიგადაშიგ სვამდნენ კითხვებს თემის ირგვლივ.  ბოლოს მათ კვლავ ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც ბევრად უკეთესი შედეგი დადგა, ვიდრე ეს იყო ჩვენ ინფორმირებულობამდე, ამასთან დაგვაწერინეს ის თემა, რომელზეც გვსურს სამომავლო ტრენინგი. ბოლოს კი ჩაგვიტარეს ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების ტესტი, რომელსაც ძალიან კარგად გავართვით თავი. ჩვენი მიზანი: გავცნობოდით ინფექციურ დაავადებებსა და მათ პრევენციას მიღწეული იქნა.  დღემ ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა. ამ დღით არამარტო მე, არამედ იქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა ძალიან დიდი ინფორმაცია მიიღო, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება.

No comments:

Post a Comment