Tuesday 29 October 2013

სტუმრად თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

სიქა - ს მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის 28 ოქტომბერს, სამოქალაქო კლუბებს 37 წევრი და 2 მასწავლებელი ესტუმრა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოში. მონაწილეები გაეცნენ ბიბლიოთეკის შექმნის, განვითარებისა და ძველ ამბებს. შთამბეჭდავი იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ისტორიაში ძველი თბილისი, სადაც იგი ნაჩვენები კადრები ძველი ქუჩები და მთავარი დაწესებულებებში.
გიდმა მონაწილეებს სანახავად საგამოფენო დარბაზში, რომელსაც აქვს დახვეწილი გემო და არქიტექტურის მიერ შექმნილი ნაზავითა , ასევე დაათვალიერეს გერმანული ლიტერატურის კითხვის ოთახი.

Saturday 19 October 2013

ჯანმრთელი კვების ხარისხი

19 ოქტომბერს სიქა-ს თანასწორგანმანათლებმა მარი გამსახურდიამ და გიორგი გოგაძემ ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ - "ჯანმრთელი კვების კავშირი". ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაცია RTI International -თან პარტნიორობით, რომელთა მიერ მოხდა თანასწორგანმანათლებელთა გადამზადება კონკრეტული სატრენინგო მოდულის მიხედვით. ტრენინგს დაესწრნენ წალკის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და რუსთავის მუნიციპალიტეტების "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" სამიზნე სკოლების უფროსკლასელები. აღნიშნულ აქტივობას 10 სკოლის 20 მოსწავლე ესწრებოდა.


Friday 18 October 2013

კლუბის ხელახალი რეგისტრაცია

ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაწევრიანებულიყვნენ ჩვენს სამოქალაქო კლუბში. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვაწყეთ კლუბის ხელახალი რეგისტრაცია. ამჟამადა კლუბში 39 მოსწავლეა.

შეხვედრა კლუბის წარმატებულ წევრებთან

ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერი ქეთი ბერიძე წარმატებული სწავლისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა ნოუთბუქით.  ჩვენ საკლუბო შეხვედრაზე  მოვიწვიეთ იგი და დავუსვით შემდეგი სახის შეკითხვები: ,, რა არის მისი წარმატების ფორმულა, რა სახის წარმატებებს მიაღწია და ა.შ).
ამასთან ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი კლუბის წევრი გვანცა ნოზაძე, რომელმაც ისაუბრა პროექტის, ,,ახალგაზრდები ევროპისთვის შესახებ.
წარმოგიდგენთ აღნიშნულის შესახებ ვიდეო მასალას.
http://www.youtube.com/watch?v=8NOFn6m3k6k

ვულოცავთ!



ჩვენი სამოქალაქო კლუბი ულოცავს კლუბის წევრებს  მიღწეულ წარმატებებს.

BE ACTIVE!!!

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, მონაწილე ბავშვებმა 16 ოქტომბერს მოაწყეს აქცია-ფლეშმობი, სახელწოდებით : ,,BE ACTIVE".ამ აქტივობის მთავარი მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის გაეცნოთ თუ ,,რას ნიშნავს იყო აქტიური და ჩართული მოქალაქე". აღნიშნულმა აქციამ საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.







ტრნინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ტრენინგი პროექტის წერასთან დაკავშირებით.ჩვენი სამოქალაქო კლუბიდან აღნიშნულ ტრენინგ ესწრებოდა- გვანცა ნოზაძე. იგი გახდა დღის ლიდერი, ხოლო აღნიშნულ ტრენინგში მონაწილე ბავშვების ინიციატივით მოეწყობა აქცია და ფლეშმობი, სახელწოდებით: ,,BE ACTIVE".


Saturday 12 October 2013

შეხვედრა ნიკა წულუკიძესთან :)

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სიქას ინიციატივით 11 ოქტომბერს რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებს შეხვდა ცნობილი და წარმატებული თეატრმცოდნე, ტელე-რადიო წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის განმავლობაში რამდენიმე ძირითად თემაზე ისაუბრა, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხი წარატების მიღწევა გახლდათ. ნიკოლოზ წულუკიძემ მოსწავლეებს კონკრეტული რჩევები მისცა, რაც დაეხმარება მათ წარმატების მიღწევაში: აირჩიონ ერთი მიზანი და მიჰყვნენ არჩეულ გზას, არ ეცადნონ  ბევრი სხვადასხვა საქმის გაკეთებას, რადგან ამ შემთხვევაში არცერთი საქმე გამოვა სრულყოფილად. და მთავარი, აირჩიონ ის საქმე თუ პროფესია, რომელიც მათ კარგად გამოსდით, მხოლოდ ასე თუ შეძლებენ წარმატების მიღწევას.
სტუმარმა ასევე ისაუბრა  საკუთარი თავის პრეზენტაციის მნიშვნელობაზე. წამყვანმა განიხილა კონკრეტული მაგალითები თუ რა როლს თამაშობს საკუთარი თავის განსხვავებულად წარდგენა სხვადასხვა სიტუაციებში.
ნიკამ მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრების მთავარი დევიზიც გაუზიარა და ურჩია მათ, რომ არ ეცადნონ სხვის მიბაძვას, პირიქით ჰქონდეთ საკუთარი ინდივიდუალური სტილი.
სტუმარმა მოსწავლეების კითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრის განხილვისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცნობილი და წარმატებული ადამიანისგან მიიღეს და რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ.

შეხვედრას პროგრამის სამიზნე რუსთავის 10 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების 27 წევრი დაესწრო.

ტრენინგი ევროკავშირის შესახებ

10 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში რუსთავის სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებისთვის სიქას ორგანიზებით მოეწყო ტრენინგი თემაზე „საქართველო და ევროკავშირი".
ტრენინგს უძღვებოდნენ რუმინელი და ფრანგი მოხალისეები.
თავდაპირველად მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვას, „რა არის  ევროკავშირი“ . მოეწყო მინი ვიქტორია, რომლის ფარგლებშიც ტრენერებმა დასვეს კითხვები ევროკავშრის შესახებ და მოსწავლეებმა თითოეულ კითხვებზე საკუთარი ვარიანტები დაასახელეს.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეებმა ევროკავშირის ქვეყნების, მათ თანამშრომლობის, ურთიერთშეთანხმების, მუშაობის შესახებ იციან ძირითადი ინფორმაცია, თუმცა არა სრულყოფილი.
ტრენერებმა გააკეთეს პრეზენატაცია ევროკავშირის ისტორიის შესახებ და ტრენინგის მონაწილეებს გააცვნეს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირთან.
ტრენინგის მეორე ნახევრის თემა იყო „საქართველო და ევროკავშირი“ . თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს უნდა იყოს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა უპირატესობები ექნება ქვეყანას გაწევრიანების შემთხვევაში. ტრენინგის მონაწილეთა  უმრავლესობის აზრით საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება სასარგებლო იქნება ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური განვითარებისთვის. მოსაზრებების დასამტკიცებლად მოიყვანეს არგუმენტები და ფაქტები. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს საკუთარ როლზე ამ პროცესის დაჩქარებაში.
მოსწავლეებისთვის ტრენინგის თემა საინტერესო აღმოჩნდა და აღნიშნეს, რომ ახლა სიტყვა „ევროკავშირი“ მხოლოდ ტერმინი არ არის, რომელიც ხშირად ესმით, არამედ უკვე იციან მნიშვნელობა და ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

ტრენინგს რუსთავის 6 სკოლის სამოქალაქო კლუბების 15 წევრი დაესწრო.



Tuesday 8 October 2013

საკლუბო შეხვედრები სიქაში დაიწყო

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში უკვე დაიწყო სიქაში კლუბების აქტიური შეხვედრები. პირველი შეხვედრა დღეს, 8 ოქტომბერს შედგა. კლუბის ლიდერებმა და  წევრებმა ისაუბრეს საკლუბო აქტივობებზე, რომლების განახორციელეს და რომელთა განხორციელებას მომავალში აპირებენ. ამასთან გავიცანით სამოქალაქო კლუბების ახალი წევრებიც.  აღნიშნულ შეხვედრას სამოქალაქო კლუბის  25 მოსწავლე ესწრებოდა.
დღემ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა.

Monday 7 October 2013

ცხოველთ დაცვის დღე რუსთავში!!!!

არასამთავრობო ორგანიზაციასიქა“ 2013 წლის 4 ოქტომბერს, მერიის წინცხოველთა მსოფლიო დღესაღნიშნავს და რუსთაველ მოსახლეობას იწვევს
მოეწყობა სამოქალაქო კლუბების მიერ ცხოველთა დღის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა - კონკურსი. მაყურებელთა სიმპატია - პოსტერი დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზით
აქციის მიზანია მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ცხოველთა უფლებების დაცვაზე. „ცხოველთა საერთაშორისო დღეპირველად 1934 წლის 4 ოქტომბერს, იტალიაში აღნიშნეს და მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა.


მზადება ცხოველთა დაცვის დღისათვის! :)

ჩვენმა სამოქალაქო კლუბმა გადაწყვიტა შეერთებოდა სიქას ღონისძიებას, დავიცვათ ცხოველები. სწორეს ამიტომ გადავწვიტეთ შეგვექმნა პლაკატი აღნშნულ თემათან დაკავშირებით. გთავაზობთ მუშაობის ფოტო და ვიდეო მასალებს. :)
http://www.youtube.com/watchv=YWlUvmARlLg&list=FLsJoJQXC9pQDJKbOVbyromw&feature=mh_lolz


Friday 4 October 2013

კიდევ ერთი საქველმოქმედო დღე!

სიქა-ს ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიის „გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრები დამატებით 2 ოჯახს ესტუმრნენ. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების აქტიურობის შედეგად მოხერხდა სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახის დახმარება.
3 ოქტომბერს მოსწავლეები ორ ოჯახს ესტუმრნენ. ერთი 5 შვილიან ოჯახია, მეორე - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ოჯახი, რომელსაც 2 წლის გოგონა ჰყავთ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით შეაგროვეს ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები და სათამაშოები, რომლითაც აღნიშნულ ოჯახებს დაეხმარნენ.
„გახდი ქველმოქმედის“ ფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
სამოქალაქო კლუბის წევრები სოციალურ სააგენტოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ახალი ოჯახების საჭიროების გამოკლევას და მათ დახმარებას გეგმავენ.
აქციაში მონაწილეობას იღებენ რუსთავის სკოლების 10-მდე კლუბების აქტიური წევრები.


Wednesday 2 October 2013

სკოლის წარმატება!!!!!!!

ქ.რუსთავის #15 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ამავდროულად ჩვენი კლუბის წევრებიც არიან( ქეთი ბერიძე, ლანა ლომიძე და თეკლა თოდაძე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან წარჩინებული სწავლის გამო დაჯილდოვდნენ HP-ის ფირმის ნოთბუქებით.  ვულოცავთ  გოგონებს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც უფრო და უფრო მეტ წარმატებას  ვუსურვებთ :) :) .

პატივისცემით კლუბი: ,,მე-აქტიური  მოქალაქე" 

 ნატა ასათიანთან ერთად