Monday 25 March 2013

23 მარტის კონფერენცია
























სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქ.რუსთავის #15 საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კოორდინატორი ლიანა ღუღუნიშვილი. ფორუმისათვის მზადება დილიდანვე დავიწყეთ. მასში მონაწილეობა მიიღეს არამარტო კლუბის წევრებმა, არამედ სკოლის დარაჯმაც. კონფერენციას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგები. მონაწილე კლუბებმა გააცნეს ერთმანეთს საკუთარი კლუბები და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები. კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ სსიპ. ქ.რუსთავის#12 საჯარო სკოლი კლუბი: BRIDGE-ის მეურვე ირინა მელქაძე-გელაშვილი და მან ისაუბრა მათ მიერ განხორციელებული პროექტის: ,,კანონი დღეს" შესახებ.  პრეზენტაცია ასევე გააკეთა #13 სკოლის კლუბმა: ,,თავისუფალმა". ქ.ლიანამ ისაუბრა 11 მაისის კონფერენციისა და მასწავლებელთა სახლის შესახებ. ასევე სიქას აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ მოახდინა პრაქტიკული ჩვენება, თუ როგორ ხდება მასწავლებელთა სახლში მასწავლებლების დარეგისტრირება. ბოლოს კი ქ.ინგამ დააჯილდოვა ,,გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში" გამარჯვებული კლუბების მეურვეები. ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სასაჩუქრე ჩანთა. სტუმრები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ამ დღით.

No comments:

Post a Comment