Saturday 1 June 2013

აქცია ტოტალიზატორების წინააღმდეგ

22 მაისს გაიმართა აქცია ტოტალიზატორის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობას რუსთვის რამდენიმე სამოქალაქო კლუბი იღებდა. მათ შორის ვიყავით ჩვენ და მე-7 საჯარო სკოლის კლუბი ,,ერთობა",რომელსაც ხელმძღვანელობდა ვაჟა ქარუხნიშვილი. აქცია დააფინანსა ,,PH International"-მა, რის შედეგადაც დაიბეჭდა შემეცნებითი ბუკლეტები და დარიგდა  მოსახლეობაში. ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ   შემხვედრი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი აქციაში მონაწილეობაზე და განაცხადეს, რომ ტოტალიზატორები აუცილებლად უნდა დაიხუროს. მათი უმრავლესობა კი მამაკაცი იყო. აქ იმყოფებოდა ქვემო ქართლის ტელევიზია, რომელმაც გადაიღო და გააშუქა ჩვენ მიერ შესრულებული ერთობლივი აქტივობა.

No comments:

Post a Comment