Friday 24 May 2013

11 მაისის კონფერენცია








11 მაისს, თბილისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეორე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ეროვნული კონფერენცია-გამოფენა. კონფერენციის მუშაობაში ქვემო ქართლიდან მონაწილეობას იღებდა 32 პედაგოგი, 4 წარმომადგენელი პროგრამის პარტნიორი აარასამთავრებო ორგანიზაცია ,,სიქადან“ და 5 მოხალისე მოსწავლეები სსიპ #15 სკოლიდან.
მეტად მნიშვნელოვანი იყო პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების კუთხით ჩატარებული სემინარები და ფილმის ჩვენება, სადაც გადაღებული იყო სამი გამორჩეული კლუბის ამსახველი საქმიანობა-აქტიური მოქალაქეობრივი კუთხით.
კონფერენციის კულმინაცია გახლდათ დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც უძღვებოდა პროგრამის დირექტორი ქალბ. მარინა უშვერიძე. სასიხარულოა, რომ ქვემო ქართლიდან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული გახდა სამი პედაგოგი:

• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო კლუბის მეურვე- ირინა მელქაძე-გელაშვილი(რუსთავი სსიპ.#12სკოლა).
• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგი-შალვა კერვალიშვილი(რუსთავი სსიპ#4სკოლა)
• ნომინაცია-რეგიონის წლის საუკეთესო პედაგოგი და ჯილდო გადაეცა- ლიანა ღუღუნიშვილს(რუსთავი სსიპ#15 სკოლა)

ვულოცავთ, ქვემო ქართლის რეგიონს და აღნიშნულ პედაგოგებს ღირსეულ წარმატებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ კონფერენციაზე კიდევ უფრო მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წარმატებას შევიტყობთ.

No comments:

Post a Comment