Saturday 1 June 2013

პედაგოგების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში





       31 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შედგა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არსებული სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წევრებსა და მინისტრის მოქადგილე-ალუდა გოგლიჩიძეს შორის შეხვერდა. შეხვედრის მიზანი იყო, არაძალადობრივი თანაარსებობისა და კონფლიქტის მოგვარების სწავლების გაუმჯობესება სკოლებში. დამსწრეთა მოწონება და აქტიური ჩართულობა გამოიწვია ბატონი ალუდას მიერ ჩატარებულმა მასტერ-კლასმა კონფლიქტის მოგვარების თემატიკაზე.სამინისტროს მხრიდან აშკარად ჩანდა  კეთილი ნება მიეღოთ რჩევები პრაქტიკოსი პედაგოგებისაგან  სკოლებში არსებული რეალური პრობლემებიდან გამომდინარე. შეხვედრის პირველ ეტაპზე(შემდგომაც იგეგმება შეხვედრა) ერთობლივად გადაწყდა,რომ აუცილებლია გაიზარდოს კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე დათმობილი საათების რაოდენობა.
         ქვემო ქართლის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა სახელით გვინდა მადლოა გადავუხადოთ აღნიშნული პროგრამის დირექტორს ქალბატონ მ.უშვერიძეს, ასეთი საინტერესო და აქტუალური შეხვედრის ორგანიზებისათვის.
          პატივისცემით ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინატორი ლიანა ღუღუნიშვილი.

No comments:

Post a Comment