სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში არსებულმა სასკოლო
სამოქალაქო კლუბებმა: ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთისა და თბილისის რეგიონებიდან
მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის
მიერ გაეროს განვითარების პროგრამით(UNOP) და სამოქალაქო განათლებისა და
პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებუ; ვიკტორინა-კონკურსში:
,,რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“.
ქვემო ქართლის რეგიონიდან სამი გუნდი იყო წარდგენილი: მარნეულის სსიპ #5, გარდაბნის სსიპ#1 და რუსთავის სსიპ #15 სკოლა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ათივე გუნდი საკმაოდ ძლიერად იყო მომზადებული. მიუხედავად ამისა, დამსახურებული პირველი ადგილი და საკმაოდ სასიამოვნო საჩუქრები (პლანშეტი და წიგნი ,,ხელოვნების ისტორია”) წილად ხვდა ქვემო ქართლის რეგიონის, მარნეულის #5 სკოლას, ხოლო მესამე ადგილი რუსთავის სსიპ #15 სკოლას. ვულოცავთ აღნიშნულ გუნდებს და მათ პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
გვსურს მონაწილე მოსწავლეებისა და პედაგოგების სახელით მადლობა გადავუხადო პროგრამის დირექტორს ქალბატონ მ.უშვერიძეს ასეთი საინტერესო კონკურდიდ ორგანიზებისა და ჩართულობისათვის.
No comments:
Post a Comment