Sunday 7 April 2013

შეხვედრა ახალგაზრდა პოეტებთან



5 აპრილს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში კლუბმა ,,მე-აქტიური მოქალაქე"-მ  სტუმრად  მოიწვია ახალგაზრდა პოეტები ჩვენი ქალაქი-რუსთავიდან. რუსთველი პოეტები:ბაჩო ზაქარიძე, ოთო თუთბერიძე და ამირან ჯანჯღავა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არამარტო კლუბის წევრები, არამედ სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები, რომელთა საერთო რაოდენობამ 60 კაცს გადააჭარბა.ღონისძიებაზე მათ წაიკითხეს საკუთარი ლექსები, რომელიც მუსიკის აკომპანიმენთით მიმდინარეობდა. საკუთარი ლექსების წაკითხვის სურვილი გამოთქვეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც, რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია არამარტო დამსწრე საზოგადოებისა, არამედ პოეტებისაც. შეხვედრაზე კლუბმა  ჩვენს სკოლაში არსებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს აღუთქვა შემდეგი პირობა: კლუბი უზრუნველყოფს მათ მიერ შექმნილი ლექსების, მოთხრობებისა თუ სხვათა დაბეჭვდასა და სკოლის ფარგლებში გავრცელებას.  კლუბი  ,,მე-აქტიური მოქალქე" კვლავაც აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ახალგაზრდა პოეტებთან.

No comments:

Post a Comment