Wednesday 17 April 2013

ეთნოსები საქართველოში-ვიქტორინა მოსწავლეებისათვის


 საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ატარებს ვიქტორინას სახელწოდებით „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა,  უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების – ,,რელიგიები საქართველოში“ და ,,ეთნოსები საქართველოში“ – პოპულარიზაცია.




 სიმოვნებით მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნულმა ცენტრმა გამოთქვა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან" თანამშრომლობის სურვილი და მათ მიერ ორგანიზებულ ვიქტორინაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ  პროგრამის პარტნიორი სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებს თბილისის, ქვემო-ქართლის, შიდა-ქართლის და მცხეთა მთიანეთის რეგიონებიდან.   ამ პროექტისთვის შეირჩა ქ.რუსთავიდან მხოლოდ ერთი სკოლა და ეს პატივი ჩვენს სკოლას ერგო.  პირველი საკორდინაციო შეხვედრა ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციის  "სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია"  ოფისში ორშაბათს , 15 აპრილს 16:00 საათზე.  მონაწილეები შეხვედრაზე გავეცანით კონკურსის წესებს, რომელიც გაგვაცნეს მაკო ღავთაძემ, ნინო ცინცაძემ და ბესო მინდიაშვილმა.  მონაწილეებს გადმოგვეცა დისკები, რომლის გაცნობის შემდეგაც ჩატარდება კონკურსი. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

No comments:

Post a Comment