Monday 29 April 2013

ინტეგრირებული ბანაკის შესახებ




















































ამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 23 მარტს ჩატარებულ ქვემო ქართლის რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა, როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მათ მიმართეს ერთობლივი წერილობითი თხოვნით აღნიშნული პროგრამის დირექტორს ქალბატონ მარინა უშვერიძეს. წერილში წარმოჩენილი იყო ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ რეგიონის სამოქალაქო განათლების არაქართველ პედაგოგებს, როგორიცაა: სახელმწიფო ენის არ ცოდნა, რომელიც ქმნის ბარიერს ურთიერთობებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარებაში ქართველ კოლეგებთან. შესაბამისად, იმ შესაძლო ალიანსური პროექტის განხორციელებაზე, რომელსაც პროგრამა მცირე გრანტების ფარგლებში გვთავაზობს, ზოგადად აღნიშნული იყო პედაგოგთა მხრიდან კომპიუტერული ცოდნის უნარების ნაკლებობა და სხვა.
პროგრამის ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ 3 დღე დასჭირდა საკითხის დადებითად გადაწყვეტას. ინტეგრირებული ბანაკი, რომელიც 26აპრილს დაიწყო და გაგრძელდება 30 აპრილამდე, მიმდინარეობს სრული დატვირთვით, მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად. სპეციალურად შერჩეული თემატიკითა და სატრენინგო მასალებით(სადაც გათვალისწინებულია მიმართვის წერილში გამოთქმული მოთხოვნები). ბანაკში ჩართულია რეგიონის ქართველი და არაქართველი პედაგოგები და მათი მოსწავლეები. ჩემთვის, როგორც რეგიონალური კოორდინატორისთვის მეტად საინტერესო იყო, მათთან გატარებული დღე. მნიშვნელოვანი იყო მათი ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, მათი ერთობლვი მუშაობა მომავალ საპროექტო განაცხადზე. გარემო არის კომფორტული, ურთიერთთანამშრომლობითი და მეგობრული.
მინდა მადლობა გადავუხადო არამარტო ბანაკში მონაწილე პედაგოგებისა და მოსწავლეების, არამედ მთელი რეგიონის სახელით: PH International-ს, პროექტის ხელმძღვანელს მარინა უშვერიძეს, ქვემო ქართლის რეგიონის სკაუტურ ორგანიზაციას, მათ კოორდინატორებს, ფასილიტატორებს, სამოქალაქო განათლების ტრენერებს: თეა ლობჟანიძესა და ცირა თავშავაძეს, ჩვენი მოთხოვნების გაზიარებისა და მხარდაჭერისათვის. აგრეთვე ჰარმონიული გარემოს შექმნისათვის, რომელიც ეხმარება მონაწილე მხარეებს, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში.
P.S თუ რა მოლოდინები აქვთ ამ ბანაკის შემდგომ ქართველ და არაქართველ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, იხილეთ სურათები და ვიდეო მასალა, რომელიც გადავიღეთ ინტეგრირებული ბანაკის მიმდინარეობის დროს.

No comments:

Post a Comment