Friday 15 February 2013

შეხვედრა ანატოლი ბოისასთან

 24 დეკემბერს სიქას ორგანიზებით რუსთავის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები ცნობილ კალათბურთელს ანატოლი ბოისას შეხვდნენ. შეხვედრის დასაწყისში კალათბურთელმა საკუთარი სპორტული კარიერის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგარძელდა და მოსწავლეებთან ერთად სპორტსმენმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.შეხვედრის ძირითადი ნაწილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორების განხილვას დაეთმო. თუმცა, მოსწავლების კითხვები შეეხებოდა პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებს. სპორტსმენმა ყველა კითხვას გულახდილად უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს სპორტსმენმა ახალაგაზრდებს კონკრეტული რჩევები მისცა და დასახული მიზნის ასრულებისთვის დაუღალავი შრომისკენ მოუწოდა.შეხვედრამ მხიარულად და საინტერესოდ ჩაიარა. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ განმეორდეს, რაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ახლგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

No comments:

Post a Comment