Friday 15 February 2013

                  თავისუფალი დებატების ლიგა

 26-27 იანვარს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა თავისუფალი სტილის დებატები. მასში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი კლუბის სამი აქტიური წევრი: მარიამ მხეიძე, ნინო ბერიძე და ნანა ტყემალაძე. სადებატო თემ კი შემდეგი იყო: "სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს". ჩვენი გოგონები დიდი მონდომებით გამოირჩეოდნენ. მათ  8 გუნდთან მოუხდათ შეხვედრა და საბედნიეროდ ყველა მათგანი დაამარცხეს, რიტაც "საქართველოს ჩემპიონის" ტიტული მოიპოვეს. ეს ყოველივე კი საშუალებას აძლევს მათ, დაიცვან საქართველოს სახელი მსოფლიო ჩემპიონატზე დებატებში. ამ პრიზთან ერთად მათ გადაეცათ თასი, მედლები და სხვა წამახალისებელი საჩუქრები. ამასტან მარიამ მხეიძე ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლისთვის  1 კვირით მიდის ბაქოში.კლუბი "მე- აქტიური მოქალაქის სახელით ვულოცავ გოგონებს მიღწეულ წარმატებებს და მომავალშიც უდიდეს წინსვლას ვუსურვებ.


No comments:

Post a Comment