Sunday 22 October 2017

სამოქალაქო კლუბის: ,,მე-აქტიური მოქალაქე" წევრები ჩავერთეთ საქალაქო  პროექტში  "ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - Youth for Green Future", ის ხორციელდება "ორბელიანი საქართველოს" მხარდაჭერით საინიციატივო ჯგუფის მიერ... პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება გერამოს თემატიკის საკითხებზე, კონკრეტულად საუბარია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების საკითხები ასევე ახალგაზდების ინფორმირება გარემოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, მდგრადი განვითარების გაშიფვრა და განხილვა არამარტო ეკოლოგიურ, არამედ ზოგად, ფართო ჭრილში, როგორიცაა მაგალითად დონაციის საკითხები და ა.შ.და ბოლოს კლიმატური ცვლილებების გამომწვევი ფაქტორები და მისგან გამოწვეული ხიფათების გაცნობა ახალგაზრდებისთვის... პროექტი ოთხი ტიპის აქტივობას მოიცავს: ტრენინგების სერია (ეკოლოგია და კანონი, ნარჩენების დახარიხსება, მდგრადი განვითარება და კლიმატური ცვლილებები), "ვორქშოფები", "ენერჯეიზერები და სითი გეიმი და სხვა გამამხნევებელ-საგანმანათლებლო აქტივობები, დასუფთავების აქცია... 
    კლუბის წევრები და ხელმძღავანელი ლია ღუღუნიშვილი მადლობას ვუხდით აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელს გიგა გიგაურს ამ საინტერესო  პროექტში ჩართვისათვის და მეტად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.









No comments:

Post a Comment