Sunday 22 October 2017

სამოქალაქო კლუბის: ,,მე- აქტიური მოქალაქის" წევრებმა გადავწყვიტეთ დავხმარებოდით უმცროს კლასელებს უსაფრთხოდ გადასულიყვნენ ცენტრალურ გზაზე. გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ,,ათასწლეულის გამოწვევის " ფარგლებში რემონტდება და დროებით გადასულები ვართ სსიპ  №25 სკოლაში. ჩვენი მოსწავლეები, რომ მოხვდნენ აღნიშნულ სკოლაში საჭიროა გადავიდნენ ცენტრალურ გზაზე. მივიჩნიეთ, რომ ზოგიერთი მოსწავლეებისთვის ეს წარმოადგენდა საფრთხეს, განსაკუთრებით კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებსაც არ უხერხდებოდათ  გზაზე შვილების გადაყვანა.  კლუბის წევრები აღნიშნულ გადასასვლელთან შევიკრიბეთ და მოსწავლეებს შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება, კიდევ ერთხელ ავუხსენით გზაზე გადასვლის წესები და მოუწოდეთ მუდმივად სიფრთხილისაკენ. აღნიშნულ აქცია არ იქნება ერთჯერადი და კვლავაც ვიქნებით დაწყებითი კლასების სამსახურში, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში.










No comments:

Post a Comment