Sunday 22 September 2013

სტუმრად ოკუპაციის მუზეუში

სიქას ორგანიზებით 21სექტემბერს (მშვიდობის დღეს) ქვემო ქართლის სამოქალაქო კლუბები  ვეწვიეთ ოკუპაციის მუზეუმს, სადაც ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ასეული წლის წინანდელი  იარაღები, ტანსაცმელი და საბრძოლო აღჭურვილობა. ვნახეთ, იმ ვაგონების ზუსტი მოდელები, რომლებშიც იხვრიტებოდა უდანაშაულო ხალხი. გიდმა  დამთვალიერებლებს გაგვაცნო , იმ პატრიოტი ადამიანების მცირედი ჩამონათვალი, რომელნიც  XIX-XX საუკუნეში შეეწირნენ ქყეყანას.  მუზეუმის ამ ნაწილის დათვალიერების შემდეგ  ვესტუმრეთ ოქროს ფონდს, სადაც გამოფენილი იყო არამდენიმე საუკუნის წინ აღმოცენილი ნივთები, მათ შორის თრიალეთის თასი, ოქროსა და ვერცხლლის სამკაულები და მრავალი სხვა.
პროექტი განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

No comments:

Post a Comment