Tuesday 17 September 2013

დემოკრატიის საერთაშორისო დღე

16 სექტემბერს ქ. რუსთავში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პარტნიორ ორგანიზაცია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ოფისში, ქ. რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების აქტიურ წევრებისთვის სიქას ამერიკელმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ ალან ჩანდლერმა და რუმინელმა მოხალისეებმა დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემინარი გამართეს. 
შეხვედრის დასაწყისში ნაჩვენები იქნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი დემოკრატიის თემაზე. ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, თუ რა არის დემოკრატია, განიხილეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოში დემოკრატიულობის ხარისხმა. საკუთარი პოზიციის დასაცავად მოსწავლეებმა დემოკრატიის კონკრეტული მაგალითები განიხილეს.
სემინარის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე: არის თუ არა დემოკრატიული მმართველობა სკოლებში.
ცხარე კამათის შემდეგ სემინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თუკი სკოლებში არ არის იდეალური სიტუაცია, სწორედ მოსწავლეებს აქვთ უფლება და საშუალება, მათი აქტიური პოზიციითა და ადვოკატირებით, გააუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.
შეხვედრის დასასრულს ყველა მოსწავლემ ისაუბრა საკუთარ როლზე დემოკრატიის მშენებლობაში.

შეხვედრა განხორციელდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

No comments:

Post a Comment