Friday 6 September 2013

5 სექტემბერი- ქველმოქმედების საერთაშორისო დღეა

 სამოქალაქო კლუბებისა და სიქას ორგანიზებით 5 სექტემბერს მოეწყო აქცია სახელწოდებით ,,გახდი ქველმოქმედი".
   ამ დღეს რუსთავის #15, #12, #17 და #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბები  სიქასთან ერთად გავიდნენ ქალაქში ფლაერების დასარიგებლად, რადგან ქ.რუსთავის მოსახლეობას უფრო მეტი  რამ შეეტყო ამ დღის შესახებ. აქტივობას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. იმედია ისინი გამოიჩენენ გარკვეულ გულისხმიერებას და  ჩვენთან ერთად დაეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს.

   P.S. სიქამ სექტემბრის თვე ქველმოქმედების თვედ გამოაცხადა ასე, რომ ველით თქვენგან გულისხმიერებასა და დახმარებას.
               
 თუ გადაწყვეტთ , რომ შეიტანოთ ამ ოჯახების დახმარებაში გარკვეული წვლილი, დაგვიკავშირდით:
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
შარტავას #4 მ/ტ , ქ. რუსთავი
ტელ: 223133,
საკონტაქტო პირი: ნიკა გაბათაშვილი 599 122 631
 
წინასწარ დიდი მადლობა!!!!!!!

No comments:

Post a Comment