Friday 1 March 2019

💢 რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის და ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტეტის, ამირან ჯანჯღავას ინიციატივით, N15 საჯარო სკოლის კლუბი: "მე-აქტიური მოქალაქე"  წევრებმა, საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და წარმომოადგენლობითი ორგანოს სამუშაო პროცესს გაეცნენ.

💢 კლუბის წევრები რუსთავის საკრებულოში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომას დაესწრნენ და ადგილზე მათ, კომისიის მუშაობის თაობაზე მიიღეს ინფორმაცია.

💢 ახალგაზრდები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნინო ქავთარაძეს შეხვდნენ. თავის მხრივ, ნინო ქავთარაძემ მოსწავლეებს წარმომადგენლობითი ორგანოს ძირითადი ფუნქციები, მნიშვნელობა და საქმიანობა გააცნო.კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ  როგორ  ხდება საკრებულოს სხდომებსა და კომისიებში დეპუტატების მიერ საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

💢 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძემ, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ურთიერთთანამშრომლობისა და საქმიანობის სპეციფიკაზე.



💢 შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ ანალოგიური სახის შეხვედრები მოსწავლეებთან მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.





No comments:

Post a Comment