Friday 31 January 2014

შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება

29 იანვარს სიქა-ს ორგანიზებით მარნეულის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქვემო ქართლში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" 2013 წლის ივლისი - დეკემბრის თვეებში შესრულებლი აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრო 85 ადამიანი. ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოს შესახებ. მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა და PH International - ის გრანტების მენეჯერმა ინგა ქიბროწაშვილმა დადებითად შეაფასეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შესრულებული სამუშაოები.

No comments:

Post a Comment