არასამთავრობო ორგანიზაცია „სიქა“ 2013 წლის 4 ოქტომბერს, მერიის წინ „ცხოველთა მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს და რუსთაველ მოსახლეობას იწვევს.
მოეწყობა სამოქალაქო კლუბების მიერ ცხოველთა დღის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა - კონკურსი. მაყურებელთა სიმპატია - პოსტერი დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზით.
აქციის მიზანია მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ცხოველთა უფლებების დაცვაზე. „ცხოველთა საერთაშორისო დღე“ პირველად 1934 წლის 4 ოქტომბერს, იტალიაში აღნიშნეს და მას შემდეგ ის საერთაშორისო დღედ იქცა.
No comments:
Post a Comment